https://sputnik-georgia.com/20210707/evropaSi-yvelaze-grZeli-ziplaini-aWaraSi-aSendeba-252245939.html
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
Sputnik საქართველო
ჩირუხის მთაზე ზიპლაინის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 10 მილიონი ლარი. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T19:40+0400
2021-07-07T19:40+0400
2021-08-28T14:32+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/66/236826639_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7221401424272751e528bea1a9e4a1d4.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. აჭარაში, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი აშენდება, ამის შესახებ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, რომელიც მან შუახევის მუნიციპალიტეტში ჩაატარა.როგორც აჭარის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილებოდა რესპუბლიკის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. განახლებული ბიუჯეტით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება რეგიონში ტურისტული პოტენციალის ამაღლება და საინვესტიციო პროცესების გაძლიერება. განხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აცხადებენ რეგიონის მთავრობაში.„შუახევში ვგეგმავთ ათეული მილიონობით ლარის მობილიზებას და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩირუხის მთაზე გაკეთდება ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხს და შუახევის მცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს“, - განაცხადა რიჟვაძემ.შუახევში, ჩირუხის მთაზე, ორზოლიანი ზიპლაინის მოსაწყობად 10 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე, ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია „წისქვილების სოფლის" ტურისტული განვითარება და ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა, აღნიშნულია განცხადებაში.
https://sputnik-georgia.com/20210706/acharashi-kulinariuli-gzamkvlevi-sheiqmneba-252229915.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/66/236826639_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_c5a0504a88cb3ddb9e3a841a6f68d003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
19:40 07.07.2021 (განახლებულია: 14:32 28.08.2021) ჩირუხის მთაზე ზიპლაინის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 10 მილიონი ლარი.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. აჭარაში, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი აშენდება, ამის შესახებ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, რომელიც მან შუახევის მუნიციპალიტეტში ჩაატარა.
როგორც აჭარის მთავრობის
განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილებოდა რესპუბლიკის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. განახლებული ბიუჯეტით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება რეგიონში ტურისტული პოტენციალის ამაღლება და საინვესტიციო პროცესების გაძლიერება. განხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აცხადებენ რეგიონის მთავრობაში.
„შუახევში ვგეგმავთ ათეული მილიონობით ლარის მობილიზებას და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩირუხის მთაზე გაკეთდება ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხს და შუახევის მცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს“, - განაცხადა რიჟვაძემ.
შუახევში, ჩირუხის მთაზე, ორზოლიანი ზიპლაინის მოსაწყობად 10 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე, ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია „წისქვილების სოფლის" ტურისტული განვითარება და ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა, აღნიშნულია განცხადებაში.