https://sputnik-georgia.com/20210824/arcevnebi-2021-tbilisis-merobis-otxma-kandidatma-registracia-gaiara-258566694.html
არჩევნები 2021: თბილისის მერობის ოთხმა კანდიდატმა რეგისტრაცია გაიარა
არჩევნები 2021: თბილისის მერობის ოთხმა კანდიდატმა რეგისტრაცია გაიარა
Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ დაურეგისტრირებიათ ცესკოში თავიანთი კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T22:08+0400
2021-08-24T22:08+0400
2021-08-24T22:08+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23785/81/237858182_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_9246b37481f47c08ce72aaf070afc25e.jpg
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის ოთხი კანდიდატი უკვე დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება.ადგილობრივი არჩევნებისათვის რეგისტრაცია გაიარეს თბილისის მერობის შემდეგმა კანდიდატებმა: ანა დოლიძე (პარტია „ხალხისთვის”), გიორგი გაჩეჩილაძე („მწვანეთა პარტია“), არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ (პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“) და თეიმურაზ ბობოხიძე (პარტია „მამული“).არჩევნებში მონაწილე მთავარ პარტიებს - „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ დაურეგისტრირებიათ ცესკოში თავიანთი კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია. ასევე არ დაურეგისტრირებია თავისი კანდიდატი ანა ბიბილაშვილი პარტია „ლელოს“.მოსალოდნელია, რომ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.გამარჯვებისთვის კანდიდატმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოაგროვოს.როგორც მოსალოდნელია, მერის პოსტისთვის ძირითადი ბრძოლა კალაძესა და მელიას შორის წარიმართება. მაგრამ, გაიმართება თუ არა მეორე ტური, ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.
https://sputnik-georgia.com/20210823/lelom-Tbilisis-merobis-da-sakrebulos-Tavmjdomareobis-kandidatebi-daasaxela-252655449.html
https://sputnik-georgia.com/20210814/ana-doliZe-Tbilisis-merobisTvis-ibrZolebs-252581927.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23785/81/237858182_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_d1dde7ae4e1dafcb8a36adc0f7bc19f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები
არჩევნები 2021: თბილისის მერობის ოთხმა კანდიდატმა რეგისტრაცია გაიარა
„ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ დაურეგისტრირებიათ ცესკოში თავიანთი კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის ოთხი კანდიდატი უკვე დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ
ინფორმაციაში.
თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება.
ადგილობრივი არჩევნებისათვის რეგისტრაცია გაიარეს თბილისის მერობის შემდეგმა კანდიდატებმა: ანა დოლიძე (პარტია „ხალხისთვის”), გიორგი გაჩეჩილაძე („მწვანეთა პარტია“), არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ (პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“) და თეიმურაზ ბობოხიძე (პარტია „მამული“).
არჩევნებში მონაწილე მთავარ პარტიებს - „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ დაურეგისტრირებიათ ცესკოში თავიანთი კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია. ასევე არ დაურეგისტრირებია თავისი კანდიდატი ანა ბიბილაშვილი პარტია „ლელოს“.
მოსალოდნელია, რომ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.
გამარჯვებისთვის კანდიდატმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოაგროვოს.
როგორც მოსალოდნელია, მერის პოსტისთვის ძირითადი ბრძოლა კალაძესა და მელიას შორის წარიმართება. მაგრამ, გაიმართება თუ არა მეორე ტური, ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.