https://sputnik-georgia.com/20210814/ana-doliZe-Tbilisis-merobisTvis-ibrZolebs-252581927.html
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
Sputnik საქართველო
ანა დოლიძის თქმით, ის შეეცდება დედაქალაქს დაუბრუნოს უსაფრთხო გარემო და გააკეთებს ყველაფერს, რათა თბილისი გახდეს ქალაქი ოჯახებისთვის და ხალხისთვის, და არა... 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T15:30+0400
2021-08-14T15:30+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251109679_0:0:1680:946_1920x0_80_0_0_656220818feb20b599382ea7502735af.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა.კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, თბილისს სჭირდება მერი, რომელიც დედაქალაქს დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს და იზრუნებს უსაფრთხო გარემოზე.პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივ არჩევნებში 48 ნომრად მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებით, ამ დროისთვის ამომრჩევლებში პარტია 1%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.თბილისის მერობისთვის დოლიძის გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მერობის კანდიდატად დაასახელა, და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210813/rogor-apasebs-opozicia-qartuli-ocnebis-gamokitxvas-252575246.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251109679_94:0:1587:1120_1920x0_80_0_0_d533cdd09bb28fa3ac5d76a9c78abf6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
15:30 14.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ანა დოლიძის თქმით, ის შეეცდება დედაქალაქს დაუბრუნოს უსაფრთხო გარემო და გააკეთებს ყველაფერს, რათა თბილისი გახდეს ქალაქი ოჯახებისთვის და ხალხისთვის, და არა ერთეულებისთვის
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე
წარადგინა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, თბილისს სჭირდება მერი, რომელიც დედაქალაქს დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს და იზრუნებს უსაფრთხო გარემოზე.
„მე, როგორ მერობის კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეა, რომ ეს ქალაქი არის ყველასთვის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ხალხისთვის, ოჯახებისთვის, ამ იდეამ იპოვოს რეალობა... მე ვიქნები ხმა ხალხისა ამ ქალაქში და გავაკეთებ ყველაფერს, რათა ეს ქალაქი გახდეს ქალაქი ხალხისთვის და არა რამდენიმე ადამიანისა და ჯგუფისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივ არჩევნებში 48 ნომრად მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებით, ამ დროისთვის ამომრჩევლებში პარტია 1%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.
თბილისის მერობისთვის დოლიძის გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მერობის კანდიდატად დაასახელა, და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.