https://sputnik-georgia.com/20210813/rogor-apasebs-opozicia-qartuli-ocnebis-gamokitxvas-252575246.html
სასურველის რეალობად წარმოჩენა?! – ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გამოკითხვას აფასებს
სასურველის რეალობად წარმოჩენა?! – ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გამოკითხვას აფასებს
Sputnik საქართველო
თავად პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგმა 46% შეადგინა, რაც, ოპოზიციის აზრით, მეტისმეტად გაზვიადებული მაჩვენებელია. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T19:19+0400
2021-08-13T19:19+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251074909_0:106:3265:1942_1920x0_80_0_0_26670d52112c2984e3f3db91de95acb2.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს. თავად პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 46%-ს მიიღებს. რაც შეეხება საარჩევნო მარათონს თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად, კვლევის თანახმად, „ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ამომრჩეველთა 66,2%-ის ნდობით სარგებლობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია კი – 33,8%-ის.ოპოზიციის წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.„უცნაურია, როდესაც „ქართული ოცნება“ თავად უწერს „ქართულ ოცნებას“ 46%-ს, კახა კალაძეს კი – 66%-ს. გამოდის, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ კალაძეს 20%-ით უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე თავად „ოცნებას“? ისინი წერენ და კითხულობენ, ქართველი ხალხი კი 2 ოქტომბერს თავის არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ.ოპოზიცია თანხმდება, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ არა ამდენად.„ჩვენც ვატარებთ შიდაპარტიულ გამოკითხვებს და ასეთი მონაცემები არ არსებობს. „ქართული ოცნება“ აგროვებს არაუმეტეს 30%-ს არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების შიდაპარტიული გამოკითხვების შედეგად. თუ ეს „ქართულ ოცნებას“ დაამშვიდებს, დაიწეროს 96% 46%-ის ნაცვლად“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.თუმცა, ოპოზიციური პარტიების ყველა წარმომადგენელი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება“ თავის რეიტინგს აზვიადებს. „ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავა. ხმების 46%-ს აიღებს თუ 43%-ს – ეს არ ვიცი“, – აღნიშნა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ შიდაპარტიული კვლევის შედეგების გამოქვეყნება.„ბევრმა იცოდა, რომ ჩვენ შიდაპარტიულ კვლევას ვატარებდით და გადავწყვიტეთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ეს მონაცემები იმდენად დამაჯერებელია, რომ, ერთი მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს და ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნების“ რეიტინგი თბილისში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიზარდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.„ქართული ოცნების“ კვლევამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს NDI-მ და IRI-მ, რომლებიც მსგავს გამოკითხვებს საქართველოში რეგულარულად ატარებენ და რომელთა შედეგებსაც მმართველი პარტია ყოველთვის სკეპტიკურად უყურებს. მათი ბოლო კვლევების თანახმად, მიუხედავად წამყვანი პოზიციის შენარჩუნებისა, მმართველი პარტიაც და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ მხარდამჭერებს კარგავენ. NDI-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 18%-იანი, IRI-ს მონაცემებით კი 28%-იანი მხარდაჭერა აქვს.მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მალავენ თავიანთ უნდობლობას IRI-სა და NDI-ს კვლევების მიმართ. მათი თქმით, ეს ორგანიზაციები იმართებიან „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი წარმომადგენლები ამ საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევებს სერიოზულად უდგებიან.
https://sputnik-georgia.com/20210812/ceskoshi-registracia-23-adgilobrivma-organizaciam-gaiara-252561854.html
https://sputnik-georgia.com/20210810/partia-moqalaqeebi-arCevnebze-aqcents-Tbilisze-gaakeTebs-252552299.html
https://sputnik-georgia.com/20210813/qarTulma-ocnebam_gamokiTxva-Caatara-252571896.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251074909_266:0:2997:2048_1920x0_80_0_0_1ebfd276fc9c45d4a427f73668689097.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
სასურველის რეალობად წარმოჩენა?! – ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გამოკითხვას აფასებს
19:19 13.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) თავად პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგმა 46% შეადგინა, რაც, ოპოზიციის აზრით, მეტისმეტად გაზვიადებული მაჩვენებელია.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს.
თავად პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 46%-ს მიიღებს. რაც შეეხება საარჩევნო მარათონს თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად, კვლევის თანახმად, „ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ამომრჩეველთა 66,2%-ის ნდობით სარგებლობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია კი – 33,8%-ის.
ოპოზიციის წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
„უცნაურია, როდესაც „ქართული ოცნება“ თავად უწერს „ქართულ ოცნებას“ 46%-ს, კახა კალაძეს კი – 66%-ს. გამოდის, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ კალაძეს 20%-ით უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე თავად „ოცნებას“? ისინი წერენ და კითხულობენ, ქართველი ხალხი კი 2 ოქტომბერს თავის არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ.
ოპოზიცია თანხმდება, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ არა ამდენად.
„ჩვენც ვატარებთ შიდაპარტიულ გამოკითხვებს და ასეთი მონაცემები არ არსებობს. „ქართული ოცნება“ აგროვებს არაუმეტეს 30%-ს არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების შიდაპარტიული გამოკითხვების შედეგად. თუ ეს „ქართულ ოცნებას“ დაამშვიდებს, დაიწეროს 96% 46%-ის ნაცვლად“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.
თუმცა, ოპოზიციური პარტიების ყველა წარმომადგენელი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება“ თავის რეიტინგს აზვიადებს.
„ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავა. ხმების 46%-ს აიღებს თუ 43%-ს – ეს არ ვიცი“, – აღნიშნა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ შიდაპარტიული კვლევის შედეგების გამოქვეყნება.
„ბევრმა იცოდა, რომ ჩვენ შიდაპარტიულ კვლევას ვატარებდით და გადავწყვიტეთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ეს მონაცემები იმდენად დამაჯერებელია, რომ, ერთი მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს და ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნების“ რეიტინგი თბილისში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიზარდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ კვლევამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს NDI-მ და IRI-მ, რომლებიც მსგავს გამოკითხვებს საქართველოში რეგულარულად ატარებენ და რომელთა შედეგებსაც მმართველი პარტია ყოველთვის სკეპტიკურად უყურებს.
მათი ბოლო კვლევების თანახმად, მიუხედავად წამყვანი პოზიციის შენარჩუნებისა, მმართველი პარტიაც და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ მხარდამჭერებს კარგავენ. NDI-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 18%-იანი, IRI-ს მონაცემებით კი 28%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მალავენ თავიანთ უნდობლობას IRI-სა და NDI-ს კვლევების მიმართ. მათი თქმით, ეს ორგანიზაციები იმართებიან „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი წარმომადგენლები ამ საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევებს სერიოზულად უდგებიან.