https://sputnik-georgia.com/20210810/partia-moqalaqeebi-arCevnebze-aqcents-Tbilisze-gaakeTebs-252552299.html
პარტია „მოქალაქეები“ არჩევნებზე აქცენტს თბილისზე გააკეთებს
პარტია „მოქალაქეები“ არჩევნებზე აქცენტს თბილისზე გააკეთებს
Sputnik საქართველო
პარტიამ გადაწყვიტა, რომ კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არ წარადგინოს. ის ძირითადად თბილისისა და ქუთაისის საკრებულოებში ადგილებისთვის იბრძოლებს. 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T18:54+0400
2021-08-10T18:54+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_0:52:2048:1204_1920x0_80_0_0_19a7d9c6d443ce240c8fd2bf78d8481d.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია „მოქალაქეები“ ძირითად აქცენტს თბილისზე გააკეთებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.„კონცენტრირებული ვიქნებით ძირითადად თბილისში. გვეყოლება ძირითადად ქალი კანდიდატები, ძალიან მებრძოლი, ურბანული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ, რომ შევიდნენ თბილისის საკრებულოში“, – განაცხადა იოსელიანმა.მისი თქმით, პარტია ასევე იბრძოლებს ადგილებისთვის ქუთაისის საკრებულოში.„სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის და საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია. გვექნება ძალიან საინტერესო და განსხვავებული კამპანია“, – აღნიშნა იოსელიანმა.თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია. აქედან ათს მაჟორიტარული, ხოლო 40-ს – პროპორციული სისტემით აირჩევენ.
https://sputnik-georgia.com/20210808/arCervnebi-2021-ceskom-partiebis-rigiTi-nomrebi-gamoaqveyna-252532746.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_32ce61a8b49ae7afa22c0a789a780474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პარტია „მოქალაქეები“ არჩევნებზე აქცენტს თბილისზე გააკეთებს
18:54 10.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) პარტიამ გადაწყვიტა, რომ კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არ წარადგინოს. ის ძირითადად თბილისისა და ქუთაისის საკრებულოებში ადგილებისთვის იბრძოლებს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია „მოქალაქეები“ ძირითად აქცენტს თბილისზე გააკეთებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
„კონცენტრირებული ვიქნებით ძირითადად თბილისში. გვეყოლება ძირითადად ქალი კანდიდატები, ძალიან მებრძოლი, ურბანული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ, რომ შევიდნენ თბილისის საკრებულოში“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, პარტია ასევე იბრძოლებს ადგილებისთვის ქუთაისის საკრებულოში.
„სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის და საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია. გვექნება ძალიან საინტერესო და განსხვავებული კამპანია“, – აღნიშნა იოსელიანმა.
თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია. აქედან ათს მაჟორიტარული, ხოლო 40-ს – პროპორციული სისტემით აირჩევენ.