https://sputnik-georgia.com/20210823/lelom-Tbilisis-merobis-da-sakrebulos-Tavmjdomareobis-kandidatebi-daasaxela-252655449.html
„ლელომ“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
„ლელომ“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისის მერობის კანდიდატად პარტიამ ანა ბიბილაშვილი წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დასახელდა. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T22:01+0400
2021-08-23T22:01+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/11/248781122_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_4ecdb76c462b934e10dbb90596cf24e9.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ტრანსლაცია პარტიის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა.თბილისის მერობის კანდიდატად პარტიამ ანა ბიბილაშვილი წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დასახელდა.კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.კანდიდატები პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანა ბიბილაშვილი არის პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები სხვანაირად იქნას გააზრებული.„ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ საახეებს, პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება ჩვენ. სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.შემდეგ ხაზარაძემ წარადგინა ბადრი ჯაფარიძე, რომელიც პარტიის გენერალური მდივანია.„მე მინდა წარმოგიდგინოთ პარტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის არის ჩემი თანამებრძოლი, მეგობარი - ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ხაზარაძემ.პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ადგილობრივ არჩევნებში მე-9 ნომრად მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებით, ამ დროისთვის ამომრჩევლებში პარტია 2%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.თბილისის მერობისთვის ბიბილაშვილის გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მერობის კანდიდატად დაასახელა, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210821/yvelani-unda-avicraT-gigi-ugulava-foTis-merobis-kandidatia-252640146.html
https://sputnik-georgia.com/20210823/vin-gaimarjvebs-arCevnebze-qartulma-ocnebam-kvlevis-Sedegebi-gamoaqveyna-252655019.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/11/248781122_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_76eb4cf09e6bb45a06b4235efc026559.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„ლელომ“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
22:01 23.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) თბილისის მერობის კანდიდატად პარტიამ ანა ბიბილაშვილი წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დასახელდა.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ტრანსლაცია პარტიის
Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა.
თბილისის მერობის კანდიდატად პარტიამ ანა ბიბილაშვილი წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დასახელდა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
კანდიდატები პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანა ბიბილაშვილი არის პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები სხვანაირად იქნას გააზრებული.
„ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ საახეებს, პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება ჩვენ. სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შემდეგ ხაზარაძემ წარადგინა ბადრი ჯაფარიძე, რომელიც პარტიის გენერალური მდივანია.
„მე მინდა წარმოგიდგინოთ პარტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის არის ჩემი თანამებრძოლი, მეგობარი - ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ხაზარაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ადგილობრივ არჩევნებში მე-9 ნომრად მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებით, ამ დროისთვის ამომრჩევლებში პარტია 2%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.
თბილისის მერობისთვის ბიბილაშვილის გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მერობის კანდიდატად დაასახელა, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.