https://sputnik-georgia.com/20210821/yvelani-unda-avicraT-gigi-ugulava-foTis-merobis-kandidatia-252640146.html
ყველანი უნდა ავიცრათ - გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია
ყველანი უნდა ავიცრათ - გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია
Sputnik საქართველო
მერობის კანდიდატმა თავისი გამოსვლა დაიწყო არა წინასაარჩევნო დაპირებებით, არამედ მოწოდებით - ყველა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. 21.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-21T21:33+0400
2021-08-21T21:33+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0d/251448503_0:105:1280:825_1920x0_80_0_0_42a91fe67a2facaef03da2bad0fff87e.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციამ წარადგინა მერობის კიდევ ერთი კანდიდატი - თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც ფოთის მერობისთვის იბრძოლებს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდება.როგორც დღეს წარდგენის დროს გახდა ცნობილი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მე-5 ნომრად, რომელიც მის ყოფილ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.„ძალიან ბევრი მეკითხება, რატომ ფოთი? რატომ მე? რატომ „5“ ნომერი? მე მაქვს ერთი მარტივი პასუხი, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას“. მაგრამ იქამდე მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი შრომა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.ამასთან მერობის კანდიდატმა თავისი გამოსვლა დაიწყო არა წინასაარჩევნო დაპირებებით, არამედ მოწოდებით - ყველა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.„მეგობრებო, საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის - ყველანი უნდა ავიცრათ! ჩვენ ვერ გვექნება იმედი ხელისუფლების, რომელიც არა კოვიდთან ბრძოლით, არამედ კოვიდპიარით არის დაკავებული... ნუ გვექნება ამ ადამიანების იმედი, აცრას ალტერნატივა არ აქვს, ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ამას აქვს ადამიანობასთან კავშირი", - განაცხადა უგულავამ.ანა დოლიძის პარტიამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა >>გამარჯვებისთვის უგულავას ფოთელი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი უკვე განაცხადეს, რომ უგულავასი არ ეშინიათ და მათი კანდიდატი ბექა ვაჭარაძე პირველივე ტურში მოიგებს.
https://sputnik-georgia.com/20210819/bokuCava-vs-ugulava-opoziciaSi-merobis-kandidatebTan-dakavSirebiT-uTanxmoebaa-252626964.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0d/251448503_207:102:1209:854_1920x0_80_0_0_ffababafdb3b8cb756592ef6b7d910c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ყველანი უნდა ავიცრათ - გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია
21:33 21.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მერობის კანდიდატმა თავისი გამოსვლა დაიწყო არა წინასაარჩევნო დაპირებებით, არამედ მოწოდებით - ყველა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციამ წარადგინა მერობის კიდევ ერთი კანდიდატი - თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც ფოთის მერობისთვის იბრძოლებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდება.
როგორც დღეს წარდგენის დროს გახდა ცნობილი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მე-5 ნომრად, რომელიც მის ყოფილ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.
„ძალიან ბევრი მეკითხება, რატომ ფოთი? რატომ მე? რატომ „5“ ნომერი? მე მაქვს ერთი მარტივი პასუხი, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას“. მაგრამ იქამდე მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი შრომა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან მერობის კანდიდატმა თავისი გამოსვლა დაიწყო არა წინასაარჩევნო დაპირებებით, არამედ მოწოდებით - ყველა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„მეგობრებო, საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის - ყველანი უნდა ავიცრათ! ჩვენ ვერ გვექნება იმედი ხელისუფლების, რომელიც არა კოვიდთან ბრძოლით, არამედ კოვიდპიარით არის დაკავებული... ნუ გვექნება ამ ადამიანების იმედი, აცრას ალტერნატივა არ აქვს, ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ამას აქვს ადამიანობასთან კავშირი", - განაცხადა უგულავამ.
გამარჯვებისთვის უგულავას ფოთელი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი უკვე განაცხადეს, რომ უგულავასი არ ეშინიათ და მათი კანდიდატი ბექა ვაჭარაძე პირველივე ტურში მოიგებს.