https://sputnik-georgia.com/20210823/usafrTxoeba-arCevnebze-saarCevno-ubnebis-nawili-sxva-lokaciaze-gadava-252655717.html
უსაფრთხოება არჩევნებზე: საარჩევნო უბნების ნაწილის ლოკაცია შეიცვალა
უსაფრთხოება არჩევნებზე: საარჩევნო უბნების ნაწილის ლოკაცია შეიცვალა
Sputnik საქართველო
დადგენილება არეგულირებს საარჩევნო უბნებზე შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადეების გამოყენების წესებს 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T23:14+0400
2021-08-23T23:14+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250117414_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_83cbbd401f89cedb08c3edc390cfe79d.jpg
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. ამის შესახებ საუბარია ცესკოს განცხადებაში.საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომელთა დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნების მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული.„ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.ამ დადგენილებებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები.ცესკოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ფართების მოძიება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს; ამ სამუშაოების შედეგად, შერჩეული უბნების უმეტესობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.„ამავე მიზნებით 150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა, ხოლო 500-მდე საარჩევნო უბანი უფრო დიდ ფართებში განთავსდა. ამასთან საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალისწინებით, ამომრჩეველი დარჩენილიყო იმავე ლოკაციაზე, სადაც გასული წლის არჩევნებზე აძლევდა ხმას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც კოვიდრეგულაციების თაობაზე, ისე საარჩევნო უბნების ლოკაციასთან დაკავშირებით ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210817/cesko-saarCevno-komisiebi-praqtikulad-dakompleqtebulia-252610313.html
https://sputnik-georgia.com/20210823/rogor-aviciloT-Tavidan-axali-SezRudvebi-gamyreliZe-252647404.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250117414_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_99c107e724442ae8a811c2223d813e52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
უსაფრთხოება არჩევნებზე: საარჩევნო უბნების ნაწილის ლოკაცია შეიცვალა
23:14 23.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) დადგენილება არეგულირებს საარჩევნო უბნებზე შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადეების გამოყენების წესებს
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. ამის შესახებ საუბარია ცესკოს
განცხადებაში.
საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომელთა დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნების მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დადგენილებებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები.
ცესკოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ფართების მოძიება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს; ამ სამუშაოების შედეგად, შერჩეული უბნების უმეტესობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.
„ამავე მიზნებით 150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა, ხოლო 500-მდე საარჩევნო უბანი უფრო დიდ ფართებში განთავსდა. ამასთან საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალისწინებით, ამომრჩეველი დარჩენილიყო იმავე ლოკაციაზე, სადაც გასული წლის არჩევნებზე აძლევდა ხმას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც კოვიდრეგულაციების თაობაზე, ისე საარჩევნო უბნების ლოკაციასთან დაკავშირებით ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.