https://sputnik-georgia.com/20210817/cesko-saarCevno-komisiebi-praqtikulad-dakompleqtebulia-252610313.html
ცესკო: საარჩევნო კომისიები პრაქტიკულად დაკომპლექტებულია
ცესკო: საარჩევნო კომისიები პრაქტიკულად დაკომპლექტებულია
Sputnik საქართველო
3.664 საარჩევნო უბანზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა 31.483 ადამიანი, მაგრამ კანდიდატების ნაწილმა არჩევის პროცესში სხვადასხვა... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T23:20+0400
2021-08-17T23:20+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23339/15/233391584_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_525760555f712f0972ce6c42f61404ce.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების 29.086 წევრი დაამტკიცა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.ჯერჯერობით საარჩევნო კომისიებში 226 ადგილი ვაკანტური რჩება.2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქის 3.664 საარჩევნო უბანზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 29.312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 31.483 კონკურსანტის განაცხადი.აქედან 903-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ეს კი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა კომისიის წევრების არჩევის პროცესში მონაწილეობა კონკურსანტებთან ახლო ნათესაური კავშირის დადასტურების გამო არ მიიღო.ცესკოში აღნიშნავენ, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 29.086 წევრიდან 25.730 (88.46%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
https://sputnik-georgia.com/20210810/mamuka-mdinaraZe-ocneba-Tavis-momxreebsa-da-ceskos-wevrebs-acris-252551992.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23339/15/233391584_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_4c6da04f8c3a6f560c29c9c803c5e848.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ცესკო: საარჩევნო კომისიები პრაქტიკულად დაკომპლექტებულია
23:20 17.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) 3.664 საარჩევნო უბანზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა 31.483 ადამიანი, მაგრამ კანდიდატების ნაწილმა არჩევის პროცესში სხვადასხვა მიზეზით მონაწილეობა ვერ მიიღო
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების 29.086 წევრი დაამტკიცა, ნათქვამია ცესკოს
განცხადებაში.
ჯერჯერობით საარჩევნო კომისიებში 226 ადგილი ვაკანტური რჩება.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქის 3.664 საარჩევნო უბანზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 29.312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 31.483 კონკურსანტის განაცხადი.
აქედან 903-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ეს კი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა კომისიის წევრების არჩევის პროცესში მონაწილეობა კონკურსანტებთან ახლო ნათესაური კავშირის დადასტურების გამო არ მიიღო.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 29.086 წევრიდან 25.730 (88.46%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.