https://sputnik-georgia.com/20210823/rogor-aviciloT-Tavidan-axali-SezRudvebi-gamyreliZe-252647404.html
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი შეზღუდვები
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი შეზღუდვები
Sputnik საქართველო
ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება მხოლოდ მაშინ დასტაბილურდება, როდესაც ყველა მკაცრად დაიცავს რეკომენდაციებსა და წესებს, განაცხადა ეპიდემიოლოგმა. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T09:47+0400
2021-08-23T09:47+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172845_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_72e066f241538d1ccbdd4aac4e12a271.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. თუ საქართველოს მოსახლეობა დაიცავს დისტანციას და ატარებს პირბადეს, ასევე აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში, ახალი შეზღუდევბის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით უახლოესი ორი კვირა ძალზე საყურადღებოა.„სიკვდილიანობის მაღალი ციფრები პირველ რიგში განპირობებულია შემთხვევათა რაოდენობით. რაც მეტია შემთხვევათა რაოდენობა, აქედან დაახლოებით 1-1,5% სიკვდილიანობაა. ამავე დროს, ეპიდვითარების დასტაბილურება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ უმკაცრესად დავიცავთ უკლებლივ ყველა რეკომენდაციასა და რეგულაციას. ეს ნიშნავს, რომ ვატარებთ პირბადეს შინ და გარეთ, ანუ დახურულ და ღია სივრცეებში. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ეს მაინც ირღვევა, გარე სივრცეებში არ ატარებენ პირბადეს“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.მან აღნიშნა, რომ ამჟამად ჯანდაცვის სექტორზე დიდი ზეწოლაა, საწოლების რაოდენობა საავადმყოფოებში შეზღუდულია.კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გუშინ 3.803-ით გაიზარდა; გარდაიცვალა 48 ადამიანი.პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 514.744 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა – 448.288, გარდაიცვალა 6.771 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20210822/gamyreliZe-seqtemberSi-dRiurad-80-90-aTasi-acris-SemTxvevaSi-epidsituacias-gadavtexT-252644130.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172845_223:0:2356:1600_1920x0_80_0_0_9b0e4cbb31f92095f1cafdee92418d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი შეზღუდვები
09:47 23.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება მხოლოდ მაშინ დასტაბილურდება, როდესაც ყველა მკაცრად დაიცავს რეკომენდაციებსა და წესებს, განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. თუ საქართველოს მოსახლეობა დაიცავს დისტანციას და ატარებს პირბადეს, ასევე აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში, ახალი შეზღუდევბის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით უახლოესი ორი კვირა ძალზე საყურადღებოა.
„სიკვდილიანობის მაღალი ციფრები პირველ რიგში განპირობებულია შემთხვევათა რაოდენობით. რაც მეტია შემთხვევათა რაოდენობა, აქედან დაახლოებით 1-1,5% სიკვდილიანობაა. ამავე დროს, ეპიდვითარების დასტაბილურება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ უმკაცრესად დავიცავთ უკლებლივ ყველა რეკომენდაციასა და რეგულაციას. ეს ნიშნავს, რომ ვატარებთ პირბადეს შინ და გარეთ, ანუ დახურულ და ღია სივრცეებში. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ეს მაინც ირღვევა, გარე სივრცეებში არ ატარებენ პირბადეს“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ჯანდაცვის სექტორზე დიდი ზეწოლაა, საწოლების რაოდენობა საავადმყოფოებში შეზღუდულია.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გუშინ 3.803-ით გაიზარდა; გარდაიცვალა 48 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 514.744 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა – 448.288, გარდაიცვალა 6.771 პაციენტი.