გამყრელიძე: სექტემბერში დღიურად 80-90 ათასი აცრის შემთხვევაში ეპიდსიტუაციას გადავტეხთ

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აცრების რაოდენობამ დღეში 80-90 ათასს მიაღწია, ქვეყანა მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამოვა.
გამყრელიძის განცხადებით, აგვისტოში მნიშვნელოვნად გაიზარდა აცრების დღიური რაოდენობა (დაახლოებით 22 ათასი), თუმცა ჯანდაცვის სისტემას აქვს რესურსი, დღიურად 40 ათასი ადამიანი აცრას.
„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ დღიურად აცრების რაოდენობა გვექნება 60-65 ათასი, სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათასზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალი ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილია
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 962.165 აცრა ჩატარდა, მათგან  სრულად ვაქცინირებულია 286.187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. რაც შეეხება სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულებს, მათი რაოდენობა 675.978 ადამიანს შეადგენს, რაც მოზრდილი მოსახლეობის 23.7%-ია. 21 აგვისტოს აიცრა 23.303 პირი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საგანგაშო სტატისტიკა: საქართველო ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის რიცხვით პირველ სამეულშია >>
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ყველა ახალი ამბავი
0