გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალი ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილია

© AP Photo / Rajanish Kakadeპანდემია
პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 70-კაციან ნიშნულს. ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა აემოქმედებინა საველე ჰოსპიტლები, რადგან კლინიკებში ადგილები აღარაა
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. ყველა უნდა ვეცადოთ, რეკომენდაციები დავიცვათ, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ძალიან მაღალია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულო ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
საგანგაშო სტატისტიკა: საქართველო ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის რიცხვით პირველ სამეულშია
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ძალიან მაღალია.
„დღეს ქვეყანაში აქტიური პაციენტი არის 59.659, აქედან 7.400-მდე არის მოთავსებული სტაციონარებში. საველე ჰოსპიტლები ამ სიტუაციის გარკვეულად შერბილების ერთ-ერთი გზაა. იქ თავსდებიან საშუალო სიმძიმის ადამიანები. დღეს ჰოსპიტლებში ადგილების რაოდენობა ძალიან ლიმიტირებულია. სამედიცინო პერსონალი არის ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გადაღლილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურების ძალიან პატარა ნიშნები შეიმჩნევა, სიკვდილიანობის მაღალი ციფრები კი განპირობებულია შემთხვევათა რაოდენობით.
„ეპიდვითარების დასტაბილურება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიცავთ უკლებლივ ყველა რეკომენდაციას და რეგულაციას უმკაცრესად. ეს ნიშნავს, რომ ვატარებთ პირბადეს შინ და გარეთ, ყველა დავიცავთ დისტანციას და ორგანიზებას არ გავუწევთ დიდ წვეულებებს, შეხვედრებს, წავალთ და ყველა ავიცრებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია მოთავსებული
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.803-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 514 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.771-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 10%.
ყველა ახალი ამბავი
0