https://sputnik-georgia.com/20210822/diRmis-savele-hospitalSi-60-pacientia-moTavsebuli-252642470.html
დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია მოთავსებული
დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია მოთავსებული
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის. 22.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-22T12:30+0400
2021-08-22T12:30+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595372_0:84:1621:996_1920x0_80_0_0_b48a7619c456ea619d0f55a92a30d90d.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული, განაცხადა ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ.დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში საველე საავადმყოფოები ორ ადგილზეა გახსნილი – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია. დიღმის საველე ჰოსპიტალმა პირველი ცხრა პაციენტი 20 აგვისტოს მიიღო, კიდევ 10 პაციენტი - 21 აგვისტოს.კუჭუხიძის თქმით, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. კერძოდ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მას სხვაგან გადაამისამართებენ სიმძიმიდან გამომდინარე.გარდა თბილისისა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა აჭარისა და იმერეთის რეგიონებშიც იგეგმება.საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური რესურსი კლინიკებში 8 ათას საწოლს შეადგენს. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59.659 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.345 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3.494 ადამიანი, ხოლო 48.820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.გუშინ პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.
https://sputnik-georgia.com/20210822/kovid-statistika-saqarTveloSi-refionebis-mixedviT-252642443.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595372_91:0:1531:1080_1920x0_80_0_0_436aa8f2c7dead9a94ac7f4b096e8386.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია მოთავსებული
12:30 22.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოში ამჟამად ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული, განაცხადა ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში საველე საავადმყოფოები ორ ადგილზეა გახსნილი – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია. დიღმის საველე ჰოსპიტალმა პირველი ცხრა პაციენტი 20 აგვისტოს მიიღო, კიდევ 10 პაციენტი - 21 აგვისტოს.
კუჭუხიძის თქმით, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.
„საშუალო სიმძიმის და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან. ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა ჰოსპიტალში მისი თანხმლები დაავადებების გამო. მიღებას ვაგრძელებთ. ერთ პაციენტს კიდევ ველოდებით. ჯერჯერობით აქედან არავის გადაყვანა არ იგეგმება. ძირითადად, საშუალო ასაკის პაციენტები არიან“, – განაცხადა კუჭუხიძემ.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. კერძოდ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მას სხვაგან გადაამისამართებენ სიმძიმიდან გამომდინარე.
გარდა თბილისისა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა აჭარისა და იმერეთის რეგიონებშიც იგეგმება.
საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური რესურსი კლინიკებში 8 ათას საწოლს შეადგენს. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59.659 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.345 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3.494 ადამიანი, ხოლო 48.820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
გუშინ პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.