კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ბათუმში
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.803-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 514.744-ს მიაღწია.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.803 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.425 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა- 598, იმერეთი - 506, კახეთი - 327, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 246, შიდა ქართლი - 168, ქვემო ქართლი - 163, გურია - 161, სამცხე-ჯავახეთი -104, მცხეთა-მთიანეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
COVID-19 საქართველოში – 22 აგვისტოს მონაცემები
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 448.288-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 48 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.771-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59.659 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.345 პაციენტი, მათ შორის, თბილისში –  3.218, იმერეთში - 1.095, აჭარაში - 955.
1.547 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 336 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში - 28, იმერეთში - 21.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.494 ადამიანი, მათ შორის 1.613 - თბილისში, 1.247 - აჭარაში. 48.820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბავშვთა რეანიმაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 82 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57.062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28.456, აჭარაში - 8.417, იმერეთში - 4.848.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.803-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 514.744-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0