https://sputnik-georgia.com/20210823/sakoordinacio-sabWo-damatebiT-SezRudvebze-imsjelebs-252652082.html
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს
Sputnik საქართველო
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა... 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T14:46+0400
2021-08-23T14:46+0400
2023-08-17T18:13+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249132904_0:314:3068:2048_1920x0_80_0_0_fc5bc69f814bd859fc53d87cbfd00c2b.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა ორი კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ბოლო ერთ კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ასევე იმსჯელებენ იმის შესახებ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც მესამე დოზით აიცრება. აღნიშნული ცვლილება სხვადასხვა ქვეყნის პროტოკოლებში უკვე შევიდა.„რაც შეეხება მასობრივად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, კერძოდ, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება; აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.
https://sputnik-georgia.com/20210823/CxaiZe-aseTi-mZime-epidviTareba-saqarTvelos-ar-hqonia-252649235.html
https://sputnik-georgia.com/20210823/TbilisSi-kidev-erTi-savele-hospitali-gaixsna-252652027.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249132904_0:120:3068:2048_1920x0_80_0_0_87bd924b930a24907c4c0ce285ffc25a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს
14:46 23.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა ორი კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ბოლო ერთ კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.
ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ასევე იმსჯელებენ იმის შესახებ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც მესამე დოზით აიცრება. აღნიშნული ცვლილება სხვადასხვა ქვეყნის პროტოკოლებში უკვე შევიდა.
„რაც შეეხება მასობრივად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, კერძოდ, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება; აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.