საავტომობილო საწვავის უმეტესი ნაწილი საქართველოში ხუთ იმპორტიორს შემოაქვს

© photo: Sputnikბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზრებზე არსებული სურათის ანალოგიურია, აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 30 ეკონომიკური აგენტის მიერ იმპორტირებულია 669,2 მილიონი ლიტრი ბენზინი და დიზელის საწვავი, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3,9%-ით მეტია, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში.
სააგენტომ 2021 წლის იანვარი–ივნისის საავტომობილო საწვავის ბაზრის შუალედური მიმოხილვა ჩაატარა.
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს: როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საქართველოზე
ანგარიშის თანახმად, იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსმა (HHI ინდექსმა) 1305 ერთეული შეადგინა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
ხუთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის საერთო წილმა იმპორტში შეადგინა 73,4%, ხოლო სხვა 24 იმპორტიორი კომპანიის წილი 26,6%-ის ფარგლებშია. ამ პერიოდში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 23,77%, რომელსაც მოჰყვებიან თურქმენეთი – 23,75% და რუსეთი – 21,1%.
საერთო იმპორტის 46,7% შეადგინა დიზელის საწვავმა, ხოლო 53,3% – ბენზინის. ბენზინის საწვავიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა „რეგულარის“ მარკის სახეობაზე, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში 65,8% შეადგინა, ხოლო საერთო იმპორტში – 35,1%.
2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი შეადგენდა 56,5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი – 43,5%-ს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ წინა წლებში ბაზარზე შეინიშნებოდა ახალი ეკონომიკური აგენტებისა და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურება.
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გაძვირდება თუ არა საწვავი უფრო მეტად
მაგალითად, აღნიშნული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39,6%-ს, 2019 წელს – 39,9%-ს, ხოლო 2020 წელს 43,5%-ს.
2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს – 1.210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1.216-ს შეადგენდა.
2020 წელს შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – HHI ინდექსმა 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით. საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზრებზე არსებული სურათის მსგავსია.
ყველა ახალი ამბავი
0