https://sputnik-georgia.com/20210823/imnaZe-SesaZloa-arsebuli-regulaciebi-gamkacrdes-252653414.html
იმნაძე: შესაძლოა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს
იმნაძე: შესაძლოა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს
Sputnik საქართველო
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T15:51+0400
2021-08-23T15:51+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252616108_0:67:3405:1982_1920x0_80_0_0_08a9f8e0ccd81da13d02d43a12978603.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. „ლოკდაუნის“ საკითხი არ განიხილება, თუმცა შესაძლოა გამკაცრდეს არსებული შეზღუდვები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები კახეთში, წინანდალში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს ხვდებიან. პაატა იმნაძემ რეგიონებში კოვიდ-ვითარების შესაძლო დამძიმებაზე ისაუბრა და ვაქცინაციის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო ხვალ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, კერძოდ, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება; აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.
https://sputnik-georgia.com/20210823/sakoordinacio-sabWo-damatebiT-SezRudvebze-imsjelebs-252652082.html
https://sputnik-georgia.com/20210823/CxaiZe-aseTi-mZime-epidviTareba-saqarTvelos-ar-hqonia-252649235.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252616108_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_3ca82b851c8c408a5854a82443826bbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
იმნაძე: შესაძლოა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს
15:51 23.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. „ლოკდაუნის“ საკითხი არ განიხილება, თუმცა შესაძლოა გამკაცრდეს არსებული შეზღუდვები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.
დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები კახეთში, წინანდალში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს ხვდებიან.
პაატა იმნაძემ რეგიონებში კოვიდ-ვითარების შესაძლო დამძიმებაზე ისაუბრა და ვაქცინაციის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
- „კახეთში შეიძლება იყოს არასასიამოვნო პროგნოზი, იმიტომ რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ, რთველი იწყება. დიდი იმედი მაქვს კახელების სიბრძნის და ვიცი, რომ ისინი კარგად ჩაებმებიან აცრების კამპანიაში“, – განაცხადა იმნაძემ.
დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო ხვალ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, კერძოდ, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება; აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.