https://sputnik-georgia.com/20210820/zalkalianis-gancxadeba-avRaneTidan-16-qarTvelis-gamoyvanaze-252636586.html
ზალკალიანი: საქართველოს 16 მოქალაქის ქაბულის აეროპორტამდე მიყვანა ურთულესი იყო
ზალკალიანი: საქართველოს 16 მოქალაქის ქაბულის აეროპორტამდე მიყვანა ურთულესი იყო
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით ავღანეთიდან სამშობლოში იქ მყოფი ყველა ქართველის ევაკუაცია განახორციელა. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T22:14+0400
2021-08-20T22:14+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_6d851666435029de0901247819e67c52.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების მეორე ნაწილის გამოყვანა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ქაბულში ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული ქართველები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული თვითმფრინავით ბრუნდებიან.მინისტრის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, აეროპორტიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და ეს მანძილი, 4,5 კილომეტრი, ურთულესი აღმოჩნდა მათი ადგილზე უსაფრთხოდ მიყვანის კუთხით.„ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო ამ პროცესებში ჩართვა, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია დიპლომატიური მისია ქაბულში და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვცდილობდით გამოგვეყვანა ჩვენი მოქალაქეები ტერიტორიიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს — ბოლო 4-5 დღის განმავლობაში მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით“, — განაცხადა ზალკალიანმა.მისივე ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს 16 მოქალაქე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იმყოფება.მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოყვანა ნებართვის მიღებისთანავე განხორციელდება. მთავრობა მზად არის, დაუყოვნებლივ გაგზავნოს ბორტი, რათა მათი საქართველოში ტრანსპორტირება შეძლებისდაგვარად წრაფად მოხდეს.ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება. მანამდე, 18 აგვისტოს ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით დასაქმებული ექვსი მოქალაქე — ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 19 აგვისტოს ავღანეთი კიდევ ორმა ქართველმა დატოვა.ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210820/avRaneTSi-darCenili-qarTvelebi-usafrTxod-arian-da-gamomgzavrebas-elodebian-252630027.html
https://sputnik-georgia.com/20210819/avRaneTi-saqarTvelos-kidev-orma-moqalaqem-datova-252627377.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_21:0:1172:863_1920x0_80_0_0_60dbac298932339c005982c4762640b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
ზალკალიანი: საქართველოს 16 მოქალაქის ქაბულის აეროპორტამდე მიყვანა ურთულესი იყო
22:14 20.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით ავღანეთიდან სამშობლოში იქ მყოფი ყველა ქართველის ევაკუაცია განახორციელა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების მეორე ნაწილის გამოყვანა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში.
ქაბულში ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული ქართველები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული თვითმფრინავით ბრუნდებიან.
მინისტრის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, აეროპორტიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და ეს მანძილი, 4,5 კილომეტრი, ურთულესი აღმოჩნდა მათი ადგილზე უსაფრთხოდ მიყვანის კუთხით.
„ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო ამ პროცესებში ჩართვა, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია დიპლომატიური მისია ქაბულში და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვცდილობდით გამოგვეყვანა ჩვენი მოქალაქეები ტერიტორიიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს — ბოლო 4-5 დღის განმავლობაში მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით“, — განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს 16 მოქალაქე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იმყოფება.
„ქაბული აღმოჩნდა აბსოლუტურად უკონტროლო, ძალიან რთული იყო გადაადგილება, თითოეული მეტრი დიდი საფრთხის შემცველი იყო, ამიტომ სანამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად არ დავრწმუნდებოდით იმაში, რომ ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნებოდა, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ვერ ვაძლევდით მათ, რომ დაეტოვებინათ ის ბაზა, სადაც ისინი უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ. მიხარია, რომ მათ უსაფრთხოდ დატოვეს ავღანეთის ტერიტორია“, — აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოყვანა ნებართვის მიღებისთანავე განხორციელდება. მთავრობა მზად არის, დაუყოვნებლივ გაგზავნოს ბორტი, რათა მათი საქართველოში ტრანსპორტირება შეძლებისდაგვარად წრაფად მოხდეს.
ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება. მანამდე, 18 აგვისტოს ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით დასაქმებული ექვსი მოქალაქე — ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 19 აგვისტოს ავღანეთი კიდევ ორმა ქართველმა დატოვა.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.