ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა

© AP Photo / Shekib Rahmaniქაბულის აერპორტი
ქაბულის აერპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
გუშინ ავღანეთიდან სამშობლოში საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა, ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა - ისინი ამ დროისთვის გერმანიაში იმყოფებიან, იუწყება „პირველი არხი“.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
პრეზიდენტმა უნგრეთს ქაბულიდან ქართველების გამოყვანაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, ზაურ ჯაყელიძემ განაცხადა, ისინი ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ და ნატოს ბაზამდე მათი გადაყვანა დამსაქმებელმა კომპანიამ უზრუნველყო.
მისივე ინფორმაციით, ნატოს ბაზიდან ისინი ჯერ ტაშკენტში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, საიდანაც ვარშავაში გადავლენ და საქართველოში უახლოესი რეისით გამოემგზავრებიან.
„ჩვენ გუშინ საღამოს დავტოვეთ ქაბული, ნატოს ბაზა. გერმანელების მიერ მოხდა ჩვენი ევაკუაცია. მათ ევაკუაცია მოახდინეს პირველ რიგში ტაშკენტში, უახლოეს ქალაქში, ამის შემდეგ ისევ გერმანელების მიერ მოხდა ჩვენი ევაკუაცია ტაშკენტიდან სამოქალაქო თვითმფრინავით გერმანიაში. გერმანიაში თავს დაცულად ვგრძნობთ. გერმანიიდან ჩვენი გამომგზავრება მოხდება ჩვენი კომპანიის მიერ დაჯავშნილი ბილეთებით“, - განაცხადა ჯაყელიძემ.
გუშინ, 18 აგვისტოს ავღანეთიდან სამშობლოში ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით მომუშავე საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება.
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
 
ყველა ახალი ამბავი
0