პრეზიდენტმა უნგრეთს ქაბულიდან ქართველების გამოყვანაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

© President of Georgia Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
ავღანეთიდან სამშობლოში საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი უნგრეთიდან თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთს ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველებიც სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
​ავღანეთიდან სამშობლოში საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი უნგრეთიდან თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის შესაბამის უწყებებთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად ავღანეთში ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით მომუშავე საქართველოს ექვსი მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა.
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება 16 საქართველოს მოქალაქე.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0