https://sputnik-georgia.com/20210820/avRaneTSi-darCenili-qarTvelebi-usafrTxod-arian-da-gamomgzavrebas-elodebian-252630027.html
ავღანეთში დარჩენილი ქართველები უსაფრთხო ადგილზე არიან და გამომგზავრებას ელოდებიან
ავღანეთში დარჩენილი ქართველები უსაფრთხო ადგილზე არიან და გამომგზავრებას ელოდებიან
Sputnik საქართველო
ავღანეთიდან საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით სამშობლოში ექვსი ქართველის ევაკუაცია უნგრეთიდან განახორციელა, კიდევ ორი კი გერმანიაში გადაიყვანეს. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T13:29+0400
2021-08-20T13:29+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622635_1:0:3457:1944_1920x0_80_0_0_40fd40deff52eaa58a5ebc08b78f7212.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, ქაბულის აეროპორტში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.„შევედით აეროპორტში! ზარებს ვერ ვპასუხობთ, ვერც სმს-ებს, შეხვედრამდე საქართველოში!“ – დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა სოციალურ ქსელში.გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აეროპორტამდე უსაფრთხო დერეფნით, დაჯავშნილი მანქანების მეშვეობით გადაიყვანეს.ინფორმაცია დაადასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეები არიან აეროპორტში, არიან უსაფრთხოდ და ელოდებიან გამოფრენას.მათი გამომგზავრების შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ დარჩება. 18 აგვისტოს ავღანეთიდან სამშობლოში ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით მომუშავე საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 19 აგვისტოს ავღანეთი კიდევ ორმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა.ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210819/avRaneTi-saqarTvelos-kidev-orma-moqalaqem-datova-252627377.html
https://sputnik-georgia.com/20210818/saqarTvelos-eqvsi-moqalaqe-avRaneTidan-samSobloSi-dabrunda-252611117.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622635_865:0:3457:1944_1920x0_80_0_0_250c7f13535eef5ee3c5f6c352976cbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთში დარჩენილი ქართველები უსაფრთხო ადგილზე არიან და გამომგზავრებას ელოდებიან
13:29 20.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) ავღანეთიდან საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით სამშობლოში ექვსი ქართველის ევაკუაცია უნგრეთიდან განახორციელა, კიდევ ორი კი გერმანიაში გადაიყვანეს.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, ქაბულის აეროპორტში იმყოფება,
იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
„შევედით აეროპორტში! ზარებს ვერ ვპასუხობთ, ვერც სმს-ებს, შეხვედრამდე საქართველოში!“ – დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აეროპორტამდე უსაფრთხო დერეფნით, დაჯავშნილი მანქანების მეშვეობით გადაიყვანეს.
ინფორმაცია დაადასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეები არიან აეროპორტში, არიან უსაფრთხოდ და ელოდებიან გამოფრენას.
მათი გამომგზავრების შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ დარჩება. 18 აგვისტოს ავღანეთიდან სამშობლოში ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით მომუშავე საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 19 აგვისტოს ავღანეთი კიდევ ორმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.