https://sputnik-georgia.com/20210820/diRmis-savele-hospitalSi-pirveli-pacientebi-moaTavses-252633097.html
დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი ცხრა პაციენტი მოათავსეს
დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი ცხრა პაციენტი მოათავსეს
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T14:09+0400
2021-08-20T14:09+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595681_0:209:1280:929_1920x0_80_0_0_0fc200fe2e1146a76404e836c8e9e968.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გუშინ, საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ უკვე საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.COVID-19 საქართველოში – 20 აგვისტოს მონაცემები>>დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. კერძოდ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მას სხვაგან გადაამისამართებენ სიმძიმიდან გამომდინარე.„ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში – როგორც მისი მართვისთვის იქნება საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.როგორც მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია>>ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 48 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
https://sputnik-georgia.com/20210819/savele-hospitlebi-aWarasa-da-imereTSic-moewyoba-252621607.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595681_90:135:1190:960_1920x0_80_0_0_a7460ea14209a6ce5002ada7004f6dca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი ცხრა პაციენტი მოათავსეს
14:09 20.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ამჟამად ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გუშინ, საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ უკვე საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.
„ცხრა პაციენტი განთავსდა დიღმის საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ჰოსპიტალი უკვე ჩვეულებრივი დატვირთვით შეუდგება მუშაობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. კერძოდ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მას სხვაგან გადაამისამართებენ სიმძიმიდან გამომდინარე.
„ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში – როგორც მისი მართვისთვის იქნება საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 48 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.