https://sputnik-georgia.com/20210819/savele-hospitlebi-aWarasa-da-imereTSic-moewyoba-252621607.html
საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა
საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის. 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T12:46+0400
2021-08-19T12:46+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595652_0:63:1621:975_1920x0_80_0_0_63f273e028f1f9857ac32065894db84a.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ჯობს მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში საველე ჰოსპიტლების მოწყობასთან დაკავშირებით.საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.დღეს ცნობილი გახდა, რომ გარდა თბილისისა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა აჭარისა და იმერეთის რეგიონებშიც იგეგმება. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოსახლეობა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს.დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.როგორც მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 47 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
https://sputnik-georgia.com/20210817/savele-hospitlebi-samxedro-mosamsaxureebi-252605578.html
https://sputnik-georgia.com/20210819/gabunia-inficirebulTa-98-procentze-meti-acrili-ar-aris-252621380.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595652_181:0:1621:1080_1920x0_80_0_0_eed984ff4ab0953787e85158251503a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა
12:46 19.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ამჟამად ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ჯობს მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში საველე ჰოსპიტლების მოწყობასთან დაკავშირებით.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გარდა თბილისისა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა აჭარისა და იმერეთის რეგიონებშიც იგეგმება. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოსახლეობა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს.
„აჭარა და იმერეთი ორი დიდი რეგიონია, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. იმედი გვაქვს, საველე ჰოსპიტლები არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდეს. თუმცა მათ მოსაწყობად მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.
როგორც მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 47 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.