https://sputnik-georgia.com/20210817/savele-hospitlebi-samxedro-mosamsaxureebi-252605578.html
დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით მოეწყო
დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით მოეწყო
Sputnik საქართველო
საჭიროების შემთხვევაში სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე საწოლი შეიძლება დამზადდეს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T15:41+0400
2021-08-17T15:41+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595668_0:23:1621:935_1920x0_80_0_0_32d5f49dd517558583d28b22211130dd.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით ორ ლოკაციაზე – დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო. თავდაცვის სამინისტრომ ამ ეტაპზე ასეულობით საწოლი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს.„ასევე თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს და გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას.კერძოდ, თავდაცვის უწყების მიერ შეიქმნა მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.ამ დროისთვის ცნობილია, რომ დიღმის ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში საშუალო სიმძიმის 500 პაციენტს მოემსახურება. ჰოსპიტალი უკვე აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით, ადგილზე შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. უკვე შერჩეულია ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან. საველე ჰოსპიტალი პირველ პაციენტებს ხვალიდან მიიღებს.
https://sputnik-georgia.com/20210817/sawolfondTan-dakavSirebiT-mdgomareoba-rTulia-tikaraZe-252603436.html
https://sputnik-georgia.com/20210817/gamyreliZe-dadebiTobis-maCvenebeli-maRalia-252603310.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595668_121:0:1561:1080_1920x0_80_0_0_b05bb6e7d1bc8557bb526ef8eea5700a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით მოეწყო
15:41 17.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საჭიროების შემთხვევაში სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე საწოლი შეიძლება დამზადდეს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით ორ ლოკაციაზე – დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო. თავდაცვის სამინისტრომ ამ ეტაპზე ასეულობით საწოლი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს.
„ასევე თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს და გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას.
კერძოდ, თავდაცვის უწყების მიერ შეიქმნა მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დიღმის ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში საშუალო სიმძიმის 500 პაციენტს მოემსახურება. ჰოსპიტალი უკვე აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით, ადგილზე შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. უკვე შერჩეულია ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან. საველე ჰოსპიტალი პირველ პაციენტებს ხვალიდან მიიღებს.