გამყრელიძე: დღეს დადებითობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო მაისის პიკის დროს

© Facebook / Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი ანტირეკორდი დამყარდა – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 6.208 შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით კი 47 ადამიანი გარდაიცვალა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში დადებითობის მაჩევენებლი რეკორდულად არის გაზრდილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო გახდა
გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს.
„დადებითობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ გვქონდა მაისის პიკზე, ანუ ტალღის პიკზე. ეს არის დაახლოებით 97%, რაც გვქონდა ნოემბერი-დეკემბრის პიკზე. მოგეხსენებათ, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 50 ათასს გადასცილდა“, – განაცახადა გამყრელიძემ.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
რამდენი ვაქცინირებული ადამიანი მოხვდა კლინიკაში – მინისტრის განმარტება
მან მოსახლობას ვაქცინააცისკენ და რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.208-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 490.462-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0