რამდენი ვაქცინირებული ადამიანი მოხვდა კლინიკაში – მინისტრის განმარტება

© Sputnik / Viktor Kaminskyეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
ტიკარაძის თქმით, კლინიკაში გადაყვანილი პაციენტების უმეტესი ნაწილი აუცრელია, რაც მოსახლეობის ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ერთი დოზით ვაქცინირებული პირებიდან, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 2,85 პროცენტი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოხვედრილი ინფიცირებული ადამიანების ძირითადი ნაწილი აცრილი არ არის და მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო გახდა
„ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა და გვაქვს საფუძველი დავადგინოთ, როგორ მოქმედებს აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებული პირებიდან კლინიკაში მოხვედრილია 2,85%, ხოლო ორჯერადად ვაქცინირებულებიდან – 2,13%. კლინიკაში ამჟამად 95% შემთხვევაში მკურნალობას ისეთი ადამიანი გადის, ვინც არაა აცრილი“, – აღნიშნა მინისტრმა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 831.815 აცრა.
ყველა ახალი ამბავი
0