https://sputnik-georgia.com/20210819/gabunia-inficirebulTa-98-procentze-meti-acrili-ar-aris-252621380.html
გაბუნია: მარტიდან მოყოლებული ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი აცრილი არ ყოფილა
გაბუნია: მარტიდან მოყოლებული ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი აცრილი არ ყოფილა
Sputnik საქართველო
ვაქცინაცია ადამიანს მაქსიმალურად იცავს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისგან, რაც მთავარი მიზეზია იმისა, რომ მოქალაქეები უნდა აიცრან, განაცხადა თამარ გაბუნიამ. 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T12:27+0400
2021-08-19T12:27+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270682_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_c763e5a909d1bdef57844db4c548c170.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მარტიდან 17 აგვისტომდე ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოხვედრილი ინფიცირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს.მისი თქმით, ვაქცინა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ აუცილებელია მოქალაქეებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია.ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.დღევანდელი მონაცემებით სულ ჩატარებულია 883.570 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.363 ადამიანი.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.921-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 501.297-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210819/vaqcinaciis-statistika-saqarTvelos-regionebSi-252620905.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270682_312:241:2124:1600_1920x0_80_0_0_2f2f14ac6cb1581b44ef3f49a641a3b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გაბუნია: მარტიდან მოყოლებული ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი აცრილი არ ყოფილა
12:27 19.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ვაქცინაცია ადამიანს მაქსიმალურად იცავს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისგან, რაც მთავარი მიზეზია იმისა, რომ მოქალაქეები უნდა აიცრან, განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მარტიდან 17 აგვისტომდე ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოხვედრილი ინფიცირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს.
„რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3.500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი. ამ 3.500 პირიდან რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ვაქცინა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ აუცილებელია მოქალაქეებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დღევანდელი მონაცემებით სულ ჩატარებულია 883.570 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.363 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.921-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 501.297-ს მიაღწია.