https://sputnik-georgia.com/20210819/vaqcinaciis-statistika-saqarTvelos-regionebSi-252620905.html
საქართველოს რომელ რეგიონშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
საქართველოს რომელ რეგიონშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას. 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T11:53+0400
2021-08-19T11:53+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876468_0:312:3070:2048_1920x0_80_0_0_3221e508b64927c957dd1a8ffa9652d7.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთშია, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.მისი თქმით, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში, აჭარაში და იმერეთშია აცრილი.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკის მიხედვით, 19 აგვისტოსთვის სამცხე-ჯავახეთში ჩატარებულია მხოლოდ 654 აცრა, მაშინ, როცა აჭარაში 3.368 ადამიანია უკვე ვაქცინირებული, ხოლო იმერეთში – 3.091.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დიდი ცენტრებია გახსნილი, სადაც მოქალაქეთა ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
https://sputnik-georgia.com/20210818/gamyreliZe-agvisto-seqtemberi-oqtomberi-kritikuli-iqneba-252614486.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876468_0:118:3070:2048_1920x0_80_0_0_cb9f976923c4df2f5e7e4027e428376f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოს რომელ რეგიონშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
11:53 19.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთშია, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში, აჭარაში და იმერეთშია აცრილი.
„შედარებით ნაკლებია სამცხე-ჯავახეთი და სწორედ ეს რეგიონი იქნება სამიზნე მომავალში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების თვალსაზრისით, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ამას აკეთებს ინფორმაციის ნაკლებობის გამო“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკის მიხედვით, 19 აგვისტოსთვის სამცხე-ჯავახეთში ჩატარებულია მხოლოდ 654 აცრა, მაშინ, როცა აჭარაში 3.368 ადამიანია უკვე ვაქცინირებული, ხოლო იმერეთში – 3.091.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დიდი ცენტრებია გახსნილი, სადაც მოქალაქეთა ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.