ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია

© Ministry of Health & Social Affairs of Ajara / FBსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, საწოლფონდთან დაკავშირებით ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან ის სრულადაა უკვე ათვისებული.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
რამდენი ვაქცინირებული ადამიანი მოხვდა კლინიკაში – მინისტრის განმარტება
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მაქსიმალური რესურსი კლინიკებში 8 ათას საწოლს შეადგენს. ცნობილია, რომ დიღმის ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში ის საშუალო სიმძიმის 500 პაციენტს მოემსახურება. ჰოსპიტალი უკვე აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით, ადგილზე შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
„საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიყენებთ არაერთ მეთოდს, რომელთა საშუალებითაც ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების ნაკადების აქტიურ მართვას ვახორციელებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის მტკიცებით, დღემდე არც ერთი პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა სტაციონარში მკურნალობა, ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა.
ტიკარაძემ საველე ჰოსპიტლებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენებენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ მოქალაქეებმა კლინიკებში იმკურნალონ.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამყრელიძე: დღეს დადებითობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო მაისის პიკის დროს
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ყველაზე ბოლო გამოსავალი, ყველაზე ბოლო წერტილი, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ საველე ჰოსპიტლებს. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ყველა პაციენტმა, პირველ რიგში, მიიღოს კომფორტული და საჭირო მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში“, – განაცხადა მინისტრმა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 54 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასამდე პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 44 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 1.429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 323 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.208-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 490.462-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0