https://sputnik-georgia.com/20210819/jabarovis-interviu-avRaneTTan-dakavSirebiT-252621014.html
ჯაბაროვი: თუ „თალიბანი“ ჩვენს მოკავშირეებს დაემუქრება, რუსეთი განზე არ დარჩება
ჯაბაროვი: თუ „თალიბანი“ ჩვენს მოკავშირეებს დაემუქრება, რუსეთი განზე არ დარჩება
Sputnik საქართველო
ვლადიმირ ჯაბაროვის ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მან Sputnik-ს მისცა, წაიკითხავთ, რა შემთხვევაში შეიძლება აღიაროს რუსეთმა „თალიბანი“ და როგორ დაეხმარება... 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T11:11+0400
2021-08-19T11:11+0400
2023-07-20T15:44+0400
რუსეთი
ინტერვიუ
ანალიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23496/80/234968037_0:0:3029:1703_1920x0_80_0_0_6c3fc8f0acdaf64691a5b5e2eb5c1390.jpg
15 აგვისტოს ავღანეთში მმართველობა შეიცვალა — „თალიბანის“ ბოევიკებმა ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩქარობს თალიბების ცნობას, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანა. რუსეთის საკონსულო განაგრძობს ავღანეთის ტერიტორიაზე მუშაობას.როგორ აპირებს რუსეთი თალიბებთან დიალოგის აგებას? დაიცავს თუ არა მეზობელი ქვეყნების საზღვრებს? რა მოხდება, თუ ავღანელი ლტოლვილების ნაკადი ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებისკენ დაიძვრება? ამ და სხვა კითხვებს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი პასუხობს.ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ Sputnik-ის YouTube-არხზე რუსულ ენაზე.„ვითარება უნდა დალაგდეს“„თალიბანის“ წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს ქაბულში პირველი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ ნარკოტრაფიკთან ბრძოლას აპირებენ და ამასთან გეგმავენ, რომ ქვეყანა „ყველასთვის ერთიანად“ აქციონ. მანამდე თალიბები პირობას დებდნენ, რომ ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლებას მისცემდნენ და მომავალ მთავრობაში სამუშაოდაც კი მიიწვიეს.ყველა ეს განზრახვა კარგია და გამართლებული, აღნიშნავს ვლადიმირ ჯაბაროვი. მაგრამ, მისი აზრით, მსოფლიო თანამეგობრობას და რუსეთსაც დრო სჭირდებათ, რათა დარწმუნდნენ, რომ „თალიბანი“ ნამდვილად საერო ხელისუფლება იქნება.„თალიბანის“ ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა რუსეთის ელჩს ავღანეთში დმიტრი ჟირნოვს და საელჩოს პერიმეტრი საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა. მაგრამ, გარდა ამისა, საჭიროა თალიბების საჯარო განცხადებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ წარმოადგენს უმაღლეს ხელისუფლებას ქვეყანაში და აპირებენ თუ არა ისინი არჩევნების ჩატარებას, აზუსტებს ჯაბაროვი.„უნდა არსებობდეს ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს და ის ავღანელებსაც მოეწონებათ, — ამბობს ჯაბაროვი. — ავღანური ქალაქები ძალიან იოლად ჩაბარდნენ თალიბებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობა მათ მხარს უჭერს. და, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ამერიკელები 20 წლის განმავლობაში იმდენად ცუდად მუშაობდნენ, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ავღანური მოსახლეობის სიძულვილი დაიმსახურეს. შესაძლოა ამ ფონზე ისინი მოხარულებიც კი არიან ხელისუფლებაში თალიბების მოსვლით და იმედი აქვთ, რომ ნარკოტრაფიკი აღიკვეთება, რომ წესრიგი დამყარდება. დრო არის საჭირო, რომ ვითარება დალაგდეს“.რუსეთს ახსოვს თავისი ვალდებულებებითალიბები ირწმუნებიან, რომ ახსოვთ წარსულის შეცდომები და ახლა ავღანეთს სხვა პრინციპებით უხელმძღვანელებენ, თუმცა – ისლამის წესების დაცვით.„რეალურად, როდესაც თალიბები ხელისუფლებაში პირველად მოვიდნენ, ყველას შემორჩა მეხსიერებაში შემაძრწუნებელი კადრები, თუ როგორ უსწორდებოდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, ქალებს — ამბობს ჯაბაროვი. — თალიბები ამბობენ, რომ ყველაფერი გაითვალისწინეს. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, საჭიროა, რომ ეს კონკრეტული ქმედებებით დაამტკიცონ“.იკავებს რა დამკვირვებლის პოზიციას, რუსეთი არ აპირებს ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, ხაზს უსვამს ჯაბაროვი. ამგვარი ჩარევის საბაბი შეიძლება გახდეს მხოლოდ კონფლიქტის პროვოცირება კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით.„ჩვენ გვახსოვს ჩვენი ვალდებულებები ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წინაშე. და საფრთხის შემთხვევაში ამ რესპუბლიკებს არ მივატოვებთ“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.მისი თქმით, უზბეკეთი კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გავიდა, მაგრამ მას და რუსეთს შორის ორმხრივი შეთანხმება არსებობს მეგობრობისა და უერთიერთდახმარების თაობაზე.„და, კიდევ, უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისკენ ისწრაფვის. ამიტომ, თუ აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, დავეხმარებით. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით. თუ რესპუბლიკები ავღანეთის ოპოზიციური ძალების მხარეს დადგებიან, ეს დაძაბულობის ახალ კერებს წარმოშობს. ეს კი ცუდი ვარიანტია. მაგრამ უზბეკეთიც, ყირგიზეთიცა და ტაჯიკეთიც ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ — ამაში ჩარევა არ სურთ“, — აღნიშნა ჯაბაროვმა.ამოიღებს თუ არა რუსეთი „თალიბანს“ ტერორისტთა სიიდან?ჯაბაროვის თქმით, თალიბები ტერორისტთა სიაში 2001 წელს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის ფონზე შეიყვანეს. მოგვიანებით გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ დანაშაულთან „თალიბანს“ კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ თალიბების სიმხეცეები ავღანეთის პროვინციებში აქამდე შემორჩა მეხსიერებას.„მთელი თაობა შეიცვალა, ოცი წელი გავიდა და ეს ცოტა არ არის. უნდა ვნახოთ, რა ფორმატებში განხორციელდება მმართველობა. თუ ეს საკუთარი ხალხის მიმართ შემწყნარებლობის ფორმა იქნება — ეს ერთია, მაგრამ თუ სასტიკი დიქტატურისა — ეს მეორე. თუ „თალიბანი“ ნორმალურ სახელმწიფოს ააშენებს, თუ არავის დაემუქრებიან, ალბათ აზრი ექნება [მათი ტერორისტული ჩამონათვალიდან ამოღებას]“, — აცხადებს ჯაბაროვი.ექსპერტი არ გამორიცხავს ავღანეთში სამოქალაქო ომის დაწყებას.„ავღანეთის ჩრდილოეთში, იქ, სადაც ეთნიკური ტაჯიკები და უზბეკები ცხოვრობენ, რეალური წინააღმდეგობა გაჩნდა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა თავი სახელმწიფოს მეთაურად გამოაცხადა, თქვა, რომ „თალიბანი“ მისთვის მიუღებელია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის დაუჭერს მხარს მოსახლეობა. თუ ხალხი დაინახავს, რომ თალიბები სამართლიანები არიან, რომ ეს ის ღია ხელისუფლებაა, რომელიც მათი ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ავღანელი ხალხი იმდენად დაიღალა, რომ მშვიდობიან წლებზე ოცნებობს“, — მიაჩნია ჯაბაროვს.„ლტოლვილები, რა თქმა უნდა, იქნებიან“ჯაბაროვის აზრით, თალიბების მიერ ხელისუფლების აღებას ქვეყანაში აუცილებლად მოჰყვება მიგრაციული კრიზისი.„ხომ ნახეთ კადრები ქაბულის აეროპორტიდან, როდესაც აშშ-ის მოკავშირე ადამიანები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ? სამწუხაროდ, ეს ადამიანები ამერიკელებმა, რბილად რომ ვთქვათ, ბედის ანაბარად მიატოვეს, თუმცა შესაძლოა მერე სიტუაცია გამოასწორეს. მაგრამ მიგრანტები გაჩნდებიან“, — ამბობს ექსპერტი.ბევრი ლტოლვილი ოპოზიციურად განწყობილ წრეებთან არის კავშირში და მათი ნაკადი შეიძლება არა მარტო ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებისკენ, არამედ დასავლეთ ევროპისკენაც დაიძრას. და აქ დგება საკითხი ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისა.„საჭიროა თუ არა ავღანეთთან მუშაობის ახალი პოლიტიკური ფორმატი? ამის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვითარებას ახლა მთელი მსოფლიო აკვირდება, აკვირდება ნატოც, — ამბობს ჯაბაროვი. — მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ ამერიკელები ასეთ შემთხვევებში. სირიაში ისინი თითქოს ტერორისტებს ებრძოდნენ, რეალურად კი ასადის რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენ სერიოზული გამარჯვება მოვიპოვეთ, ისინი აცხადებენ, რომ სირიაში ტერორიზმი დაამარცხეს. ასეთი სტილია“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210819/saerTaSOriso-savaluto-fondma-avRaneTs-daxmarebebi-SeuCera-252618035.html
https://sputnik-georgia.com/20210819/CrdiloeTis-aliansi-dasavleTs-Talibebis-winaarmdeg-daxmarebassTxovs-iaraRiT-252617932.html
https://sputnik-georgia.com/20210818/evrokavSirma-avRaneTidan-migrantebis-mosalodneli-SemodinebisTvis-mzadeba-daiwyo-252617462.html
https://sputnik-georgia.com/20210818/Sokismomgvreli-reaqcia-zaxarovas-komentari-avRaneTze-252613278.html
https://sputnik-georgia.com/20210817/qabuli-jihadi-grZeldeba-252608141.html
https://sputnik-georgia.com/20210817/lavrobi-ruseti-avRanetSi-yovlismomcvel-dialogs-mxars-uWers-252607181.html
https://sputnik-georgia.com/20210817/vis-gadaagdeben-amerikelebi-avRaneTis-Semdeg-252606675.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23496/80/234968037_122:0:2853:2048_1920x0_80_0_0_9f5676a48362d184a48dd98e81107b79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ინტერვიუ, ანალიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ინტერვიუ, ანალიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯაბაროვი: თუ „თალიბანი“ ჩვენს მოკავშირეებს დაემუქრება, რუსეთი განზე არ დარჩება
11:11 19.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) ვლადიმირ ჯაბაროვის ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მან Sputnik-ს მისცა, წაიკითხავთ, რა შემთხვევაში შეიძლება აღიაროს რუსეთმა „თალიბანი“ და როგორ დაეხმარება მეზობელ ქვეყნებს უსაფრთხოების დაცვის საკითხებში.
15 აგვისტოს ავღანეთში მმართველობა შეიცვალა — „თალიბანის“ ბოევიკებმა ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩქარობს თალიბების ცნობას, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანა. რუსეთის საკონსულო განაგრძობს ავღანეთის ტერიტორიაზე მუშაობას.
როგორ აპირებს რუსეთი თალიბებთან დიალოგის აგებას? დაიცავს თუ არა მეზობელი ქვეყნების საზღვრებს? რა მოხდება, თუ ავღანელი ლტოლვილების ნაკადი ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებისკენ დაიძვრება? ამ და სხვა კითხვებს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი პასუხობს.
ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ
Sputnik-ის YouTube-არხზე რუსულ ენაზე.
„თალიბანის“ წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს ქაბულში პირველი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ ნარკოტრაფიკთან ბრძოლას აპირებენ და ამასთან გეგმავენ, რომ ქვეყანა „ყველასთვის ერთიანად“ აქციონ. მანამდე თალიბები პირობას დებდნენ, რომ ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლებას მისცემდნენ და მომავალ მთავრობაში სამუშაოდაც კი მიიწვიეს.
ყველა ეს განზრახვა კარგია და გამართლებული, აღნიშნავს ვლადიმირ ჯაბაროვი. მაგრამ, მისი აზრით, მსოფლიო თანამეგობრობას და რუსეთსაც დრო სჭირდებათ, რათა დარწმუნდნენ, რომ „თალიბანი“ ნამდვილად საერო ხელისუფლება იქნება.
„უნდა გავიაზროთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. აუცილებელია, რომ ქაბულსა და სხვა მსხვილ ცენტრებში წესრიგი დამყარდეს, რეალურად გაჩნდეს ხელისუფლების ორგანოები. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, ვისთან ვაწარმოოთ მოლაპარაკებები“, — აღნიშნა მან.
„თალიბანის“ ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა რუსეთის ელჩს ავღანეთში დმიტრი ჟირნოვს და საელჩოს პერიმეტრი საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა. მაგრამ, გარდა ამისა, საჭიროა თალიბების საჯარო განცხადებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ წარმოადგენს უმაღლეს ხელისუფლებას ქვეყანაში და აპირებენ თუ არა ისინი არჩევნების ჩატარებას, აზუსტებს ჯაბაროვი.
„უნდა არსებობდეს ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს და ის ავღანელებსაც მოეწონებათ, — ამბობს ჯაბაროვი. — ავღანური ქალაქები ძალიან იოლად ჩაბარდნენ თალიბებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობა მათ მხარს უჭერს. და, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ამერიკელები 20 წლის განმავლობაში იმდენად ცუდად მუშაობდნენ, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ავღანური მოსახლეობის სიძულვილი დაიმსახურეს. შესაძლოა ამ ფონზე ისინი მოხარულებიც კი არიან ხელისუფლებაში თალიბების მოსვლით და იმედი აქვთ, რომ ნარკოტრაფიკი აღიკვეთება, რომ წესრიგი დამყარდება. დრო არის საჭირო, რომ ვითარება დალაგდეს“.
რუსეთს ახსოვს თავისი ვალდებულებები
თალიბები ირწმუნებიან, რომ ახსოვთ წარსულის შეცდომები და ახლა ავღანეთს სხვა პრინციპებით უხელმძღვანელებენ, თუმცა – ისლამის წესების დაცვით.
„რეალურად, როდესაც თალიბები ხელისუფლებაში პირველად მოვიდნენ, ყველას შემორჩა მეხსიერებაში შემაძრწუნებელი კადრები, თუ როგორ უსწორდებოდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, ქალებს — ამბობს ჯაბაროვი. — თალიბები ამბობენ, რომ ყველაფერი გაითვალისწინეს. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, საჭიროა, რომ ეს კონკრეტული ქმედებებით დაამტკიცონ“.
იკავებს რა დამკვირვებლის პოზიციას, რუსეთი არ აპირებს ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, ხაზს უსვამს ჯაბაროვი. ამგვარი ჩარევის საბაბი შეიძლება გახდეს მხოლოდ კონფლიქტის პროვოცირება კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით.
„ჩვენ გვახსოვს ჩვენი ვალდებულებები ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წინაშე. და საფრთხის შემთხვევაში ამ რესპუბლიკებს არ მივატოვებთ“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, უზბეკეთი კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გავიდა, მაგრამ მას და რუსეთს შორის ორმხრივი შეთანხმება არსებობს მეგობრობისა და უერთიერთდახმარების თაობაზე.
„და, კიდევ, უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისკენ ისწრაფვის. ამიტომ, თუ აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, დავეხმარებით. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით. თუ რესპუბლიკები ავღანეთის ოპოზიციური ძალების მხარეს დადგებიან, ეს დაძაბულობის ახალ კერებს წარმოშობს. ეს კი ცუდი ვარიანტია. მაგრამ უზბეკეთიც, ყირგიზეთიცა და ტაჯიკეთიც ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ — ამაში ჩარევა არ სურთ“, — აღნიშნა ჯაბაროვმა.
ამოიღებს თუ არა რუსეთი „თალიბანს“ ტერორისტთა სიიდან?
ჯაბაროვის თქმით, თალიბები ტერორისტთა სიაში 2001 წელს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის ფონზე შეიყვანეს. მოგვიანებით გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ დანაშაულთან „თალიბანს“ კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ თალიბების სიმხეცეები ავღანეთის პროვინციებში აქამდე შემორჩა მეხსიერებას.
„მთელი თაობა შეიცვალა, ოცი წელი გავიდა და ეს ცოტა არ არის. უნდა ვნახოთ, რა ფორმატებში განხორციელდება მმართველობა. თუ ეს საკუთარი ხალხის მიმართ შემწყნარებლობის ფორმა იქნება — ეს ერთია, მაგრამ თუ სასტიკი დიქტატურისა — ეს მეორე. თუ „თალიბანი“ ნორმალურ სახელმწიფოს ააშენებს, თუ არავის დაემუქრებიან, ალბათ აზრი ექნება [მათი ტერორისტული ჩამონათვალიდან ამოღებას]“, — აცხადებს ჯაბაროვი.
ექსპერტი არ გამორიცხავს ავღანეთში სამოქალაქო ომის დაწყებას.
„ავღანეთის ჩრდილოეთში, იქ, სადაც ეთნიკური ტაჯიკები და უზბეკები ცხოვრობენ, რეალური წინააღმდეგობა გაჩნდა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა თავი სახელმწიფოს მეთაურად გამოაცხადა, თქვა, რომ „თალიბანი“ მისთვის მიუღებელია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის დაუჭერს მხარს მოსახლეობა. თუ ხალხი დაინახავს, რომ თალიბები სამართლიანები არიან, რომ ეს ის ღია ხელისუფლებაა, რომელიც მათი ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ავღანელი ხალხი იმდენად დაიღალა, რომ მშვიდობიან წლებზე ოცნებობს“, — მიაჩნია ჯაბაროვს.
„ლტოლვილები, რა თქმა უნდა, იქნებიან“
ჯაბაროვის აზრით, თალიბების მიერ ხელისუფლების აღებას ქვეყანაში აუცილებლად მოჰყვება მიგრაციული კრიზისი.
„ხომ ნახეთ კადრები ქაბულის აეროპორტიდან, როდესაც აშშ-ის მოკავშირე ადამიანები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ? სამწუხაროდ, ეს ადამიანები ამერიკელებმა, რბილად რომ ვთქვათ, ბედის ანაბარად მიატოვეს, თუმცა შესაძლოა მერე სიტუაცია გამოასწორეს. მაგრამ მიგრანტები გაჩნდებიან“, — ამბობს ექსპერტი.
ბევრი ლტოლვილი ოპოზიციურად განწყობილ წრეებთან არის კავშირში და მათი ნაკადი შეიძლება არა მარტო ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებისკენ, არამედ დასავლეთ ევროპისკენაც დაიძრას. და აქ დგება საკითხი ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისა.
„საჭიროა თუ არა ავღანეთთან მუშაობის ახალი პოლიტიკური ფორმატი? ამის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვითარებას ახლა მთელი მსოფლიო აკვირდება, აკვირდება ნატოც, — ამბობს ჯაბაროვი. — მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ ამერიკელები ასეთ შემთხვევებში. სირიაში ისინი თითქოს ტერორისტებს ებრძოდნენ, რეალურად კი ასადის რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენ სერიოზული გამარჯვება მოვიპოვეთ, ისინი აცხადებენ, რომ სირიაში ტერორიზმი დაამარცხეს. ასეთი სტილია“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს