თენგიზ ცერცვაძე უარყოფს ინფორმაციას კორონავირუსით მესამედ ინფიცირების შემთხვევების შესახებ

© Sputnik / Goga Vardzieliკორონავირუსის ეპიდემია. თბილისის ინფექციური საავადმყოფო
კორონავირუსის ეპიდემია. თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
არ არსებობს ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდება, მაგრამ ვაქცინაციის და ერთხელ უკვე გადატანილი კორონავირუსის შემდეგ დაავადების მიმდინარეობა ბევრად მსუბუქი იქნება, განაცხადა ინფექციონისტმა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით მესამედ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, მაგრამ ასეთი რამ თეორიულად შესაძლებელია, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
დღეს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა, რომ ქართველმა სპეციალისტებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც პაციენტები კორონავირუსით მესამედ დაინფიცირდნენ.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
„კორონავირუსით მესამედ ინფიცირება ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და საქმე გვაქვს სავარაუდო შემთხვევებთან“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ამავე დროს, მან ასეთი შემთხვევების ალბათობა არ გამორიცხა.
„კოვიდი მეორედ თუ დადასტურდა, თეორიულად, არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი მესამედაც დაინფიცირდეს. მეორედ რეინფიცირება ნიშნავს, რომ პირველმა ინფექციამ პაციენტს იმუნიტეტი არ დაუტოვა, ან ის განსხვავებული შტამით დაინფიცირდა. თუ არსებობს მეორედ რეინფიცირების შემთხვევები და ასეთები ნამდვილად არსებობს, იგივე მექანიზმით, მესამედ დაინფიცირებასაც წინ არაფერი უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
როდის იქნება მეოთხე ტალღის პიკი: ივანე ჩხაიძე შექმნილ ეპიდვითარებას აფასებს
ამასთან ცერვაძემ აღნიშნა, რომ არც ვაქცინირება, არც ვირუსის მოხდა პლუს აცრა არაა ასპროცენტიანი გარანტია, რომ ადამიანი არ დაინფიცირდება, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა ბევრად მსუბუქი იქნება.
ინფექციონისტების თქმით, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი, ხშირად მიიჩნევენ, რომ გამოუმუშავდათ ანტისხეულები და ახლა ინფიცირებისგან დაცულები არიან.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 501.297 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური