როდის იქნება მეოთხე ტალღის პიკი: ივანე ჩხაიძე შექმნილ ეპიდვითარებას აფასებს

© courtesy of AlpenPharma Caucasusივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 60-70% უნდა აიცრას.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. გადაიარა თუ არა საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი, ეს მომდევნო კვირაში გამოჩნდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
დღეს საქართველოში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 58 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანად გარდაცვლილთა რაოდენობამ 6.590-ს მიაღწია. 17 აგვისტოს კი დაფიქსირდა ანტირეკორდი ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა კუთხით – იმ დღის დილის მონაცემებით, კორონავირუსი 6.208 ადამიანს დაუდასტურდა.
„რთულია იმის თქმა, 17 აგვისტოს ინფიცირებულთა ციფრები იყო თუ არა მეოთხე ტალღის პიკი, მომდევნო კვირაც არის იმისათვის საკმარისი, რომ გავარკვიოთ, მეოთხე ტალღის პიკი გადაიარა თუ არა ქვეყანამ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
მისი თქმით, მიმდინარე კვირა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მძიმე იყო, ვაქცინაციის შედეგები კი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ, აგვისტოს ბოლოსთვის.
„ძალიან რთულია თქმა, მომდევნო დღეებში იქნება თუ არა მკვეთრი შემცირება. ჯერჯერობით ვაქცინაციის შედეგებს არ ველოდებით, ეს შედეგები გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. 17 აგვისტოს საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დღევანდელი გარდაცვალების რიცხვი ასევე ძალიან მაღალია მთელი პანდემიის ისტორიის განმავლობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 47 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
19 აგვისტოს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 9,95%, ბოლო 14 დღის – 10,78%, ბოლო 7 დღის – 11,01%.
ყველა ახალი ამბავი
0