საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

© photo : National Center for Disease Control and Preventionტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
НовостиTelegram
ბოლო პერიოდში გახშირებულია კორონავირუსით ორჯერ რეინფიცირების შემთხვევები, თუმცა მესამედ რეინფიცირების შემთხვევების შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით, მხოლოდ სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გაინტერესებთ, გადაიტანეთ თუ არა COVID-19? დაიხედეთ ფრჩხილებზე
ინფექციონისტის განმარტებით, ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვირუსისგან დაცული არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, თუმცა ეს ასე არ არის. მისი თქმით, რეინფიცირებისგან დაზღვეული არავინ არის.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 47 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ყველა ახალი ამბავი
0