https://sputnik-georgia.com/20210819/Tbilservis-jgufis-Tanamsromlebi-es-gancxadebebi-CvenTvis-Seuracxyofeli-iyo-252627039.html
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ეს განცხადებები ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ეს განცხადებები ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო
Sputnik საქართველო
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ემიჯნებიან ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მას სიცრუეში ადანაშაულებენ. 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T21:22+0400
2021-08-19T21:22+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793471_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d34238b19aca3ee0dccd4a9e8c2ae28d.jpg
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, პავლე ბედოიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით.მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ, ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი იყო და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ.„სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცეებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია“, - განაცხადა ბედოიძემ.როგორც ბედოიძემ აღნიშნა, დასუფთავების სამსახურში არაერთი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ამიტომ მათ შეურაცხყოფას არავის აპატიებენ.პავლე ბედოიძის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი საქმის კეთებას განაგრძობენ.„ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენს საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენს ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებთან და „ნაციონალებთან“ დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საქმის კეთებას და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ“, – განაცხადა ბედოიძემ.მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა 7 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენელი ესწრებოდა.პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმებულების 7-პუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შვიდიდან ექვსი პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალისწინებდა, აგვისტოს თვის ბოლომდე დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი – პირველი იანვრიდან.დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიღებულ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210818/anuki-areshidze-252615742.html
https://sputnik-georgia.com/20210806/Tbilservis-jgufis-TanamSromlebis-nawilma-gaficva-Sewyvita-252522192.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793471_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a92882b891a6f58f3262d0f6c7a8e42a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ეს განცხადებები ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო
21:22 19.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ემიჯნებიან ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მას სიცრუეში ადანაშაულებენ.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, პავლე ბედოიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით.
მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ, ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი იყო და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ.
„სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცეებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია“, - განაცხადა ბედოიძემ.
როგორც ბედოიძემ აღნიშნა, დასუფთავების სამსახურში არაერთი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ამიტომ მათ შეურაცხყოფას არავის აპატიებენ.
„ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ამიტომ მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. არც ტელევიზიაში პრანჭვისა და გვარამია-ხაბეიშვილის თავის მოსაწონებლად ტყუილების თქმას, თან ჩვენი დამცირებულად წარმოჩენისა და შეურაცხყოფის ხარჯზე“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა.
პავლე ბედოიძის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი საქმის კეთებას განაგრძობენ.
„ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენს საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენს ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებთან და „ნაციონალებთან“ დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საქმის კეთებას და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ“, – განაცხადა ბედოიძემ.
მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა 7 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.
„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმებულების 7-პუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შვიდიდან ექვსი პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალისწინებდა, აგვისტოს თვის ბოლომდე დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი – პირველი იანვრიდან.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიღებულ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ.