https://sputnik-georgia.com/20210818/anuki-areshidze-252615742.html
კერავს თუ არა მეეზოვეების უნიფორმებს თბილისის მერის მეუღლე: არეშიძის განმარტება
კერავს თუ არა მეეზოვეების უნიფორმებს თბილისის მერის მეუღლე: არეშიძის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების... 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T18:30+0400
2021-08-18T18:30+0400
2021-10-19T18:03+0400
აქტუალური თემები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24389/47/243894720_0:68:1000:631_1920x0_80_0_0_95e3355e116b64a58e84e1457730bf1f.jpg
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდ ANOUKI-ს დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრენდს დაარსებიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების ან სხვა ტიპის სამოსის წარმოებასთან.არეშიძის განცხადებით, კომპანიის სრული საწარმოო რესურსი მიმართულია ბრენდ "ანუკის" ქალის სამოსის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე.„განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით“, – წერს ანუკი არეშიძე.გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ბაღდავაძემ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, მეეზოვეების ფორმებს თბილისის მერის კახა კალაძის ცოლის კომპანია კერავს. ბაღდავაძის განცხადებით, მას აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ სამკერვალოში მიაწოდეს, სადაც დახეული ფორმის შესაკეთებლად მივიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24389/47/243894720_34:0:966:699_1920x0_80_0_0_13ac09e0bb6cfa9d43a084f8684ed4d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აქტუალური თემები, თბილისი დღეს, საქართველო
აქტუალური თემები, თბილისი დღეს, საქართველო
კერავს თუ არა მეეზოვეების უნიფორმებს თბილისის მერის მეუღლე: არეშიძის განმარტება
18:30 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სპეცფორმებს არეშიძის კომპანია კერავს.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდ ANOUKI-ს დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრენდს დაარსებიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების ან სხვა ტიპის სამოსის წარმოებასთან.
„ასევე ვადასტურებ, რომ არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა“, – აღნიშნულია დიზაინერის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
არეშიძის განცხადებით, კომპანიის სრული საწარმოო რესურსი მიმართულია ბრენდ "ანუკის" ქალის სამოსის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე.
„განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით“, – წერს ანუკი არეშიძე.
გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ბაღდავაძემ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, მეეზოვეების ფორმებს თბილისის მერის კახა კალაძის ცოლის კომპანია კერავს. ბაღდავაძის განცხადებით, მას აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ სამკერვალოში მიაწოდეს, სადაც დახეული ფორმის შესაკეთებლად მივიდა.