https://sputnik-georgia.com/20210806/Tbilservis-jgufis-TanamSromlebis-nawilma-gaficva-Sewyvita-252522192.html
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
Sputnik საქართველო
კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ მალე მოხდება სპეცტექნიკის განახლება, ისინი ასევე მიიღებენ ახალ უნიფორმებსაც. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T18:47+0400
2021-08-06T18:47+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/23/248032345_0:304:3000:2000_1920x0_80_0_0_b4608b2f96951aae30b02359befbee45.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა, იუწყება დედაქალაქის მერია.მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დღეს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.როგორც მერიაში აცხადებენ, მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.ასევე გასული წლის დეკემბრიდან მოხდა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდა.
https://sputnik-georgia.com/20210806/tbilservis-jgupis-samsaxuris-tanamshromlebi-gaipicnen-252519406.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/23/248032345_0:114:3000:2000_1920x0_80_0_0_78923f53a1e99c53ee948abe43c5246f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
18:47 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ მალე მოხდება სპეცტექნიკის განახლება, ისინი ასევე მიიღებენ ახალ უნიფორმებსაც.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა,
იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დღეს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.
როგორც მერიაში აცხადებენ, მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.
ასევე გასული წლის დეკემბრიდან მოხდა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდა.