მეცნიერებმა ყველაზე დაბინძურებული პროდუქტები დაასახელეს: ქვეყნდება ჩამონათვალი

© Pixabay / silviaritaკვების პროდუქტები
კვების პროდუქტები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
სარისკო კვების პროდუქტების ჩამონათვალის გარდა, მეცნიერები აქვეყნებენ რეკომენდაციებსაც, რომლებიც დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სწავლულებმა 10 ყველაზე დაბინძურებული საკვები პროდუქტის სია გამოაქვეყნეს. 
პროექტის ხელმძღვანელის კეტრინ ადამსის განცხადებით, ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ „ჭუჭყიანი“ პროდუქტების ჩამონათვალი, რათა ინფექციის რისკები შეამცირონ და ჯანმრთელობა შეინარჩუნონ.
სალათი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ანადგურებს კუჭქვეშა ჯირკვალს: ექიმი ასახელებს პროდუქტებსა და სახიფათო ინტერვალს
სპეციალისტების აზრით, ყოველდღიური რაციონის საფუძვლიანმა დამუშავებამ შესაძლოა შეამციროს საკვებისმიერი დაავადებების შეძენის შანსი. 
სარისკო საკვებთა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა მწვანილეული, რომლის დაბინძურებაზეც გავლენას ახდენს სარწყავი წყალი, ასევე ცხოველები, რომლებიც ხშირად დადიან ნათესებზე.
სიაში მომდევნო პროდუქტია კვერცხი. მეცნიერებათა დოქტორ დონალდ შაფერის თქმით, ის შეიძლება დაინფიცირდეს საკუთრივ ავადმყოფი ქათმის შიგნითვე, ან შემდეგ — უკვე საქათმეში.
პროფესორი გვირჩევს, კვერცხი არანაკლებ 160 გრადუსზე დავამუშავოთ და მხოლოდ ამის მერე მივირთვათ.
მესამე ადგილზეა ახლად დაჭერილი თევზი თინუსი — დიდი რაოდენობით ვერცხლისწყლის შემცველობის გამო.
ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
დადასტურებულია მეცნიერულად: შვიდი უმთავრესი პროდუქტი, რომელიც დღეგრძელობას უწყობს ხელს
ჩამონათვალის მიხედვით, ბევრისთვის საყვარელ ხამანწკებს ქოლერის ბაქტერიების გავრცელება შეუძლია. ამიტომ ზღვის პროდუქტების მოყვარულებმა მხოლოდ და მხოლოდ ცივ წყლებში (სადაც ბაქტერიები ვერ იარსებებენ) დაჭერილი ხამანწკები უნდა მიირთვან. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ არამც და არამც არ უნდა დაგვავიწყდეს მოლუსკების კარგად მოხარშვა, რადგან მოუხარშავ მდგომარეობაში ის ერთ-ერთი ყველაზე ალერგიული პროდუქტია და ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დაინფიცირების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს სალათები, რომლებშიც კარტოფილი შედის.
„ბინძური“ პროდუქტების სიაში შემდეგია არაპასტერიზებული რძისა და ყველის ნაწარმი. ასეთი რძე შესაძლოა შეიცავდეს მავნე პათოგენებსა და ბაქტერიებს, რომლებიც საშიში დაავადებების გავრცელების წყაროა. სწორედ ამიტომ არაპასტერიზებული ყველის გაყიდვა მთელ მსოფლიოში სულ უფრო რთულდება და მალე ალბათ შეუძლებელიც იქნება.
სასარგებლო ბურღულეული - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
რომელი ჯანსაღი მარცვლოვანი პროდუქტები ზრდის სიკვდილის რისკს: დადგინდა კვლევით
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ პომიდორი და კენკროვნები ცივ წყალში 2 საათის განმავლობაში უნდა ირეცხებოდეს საგულდაგულოდ, რათა თავიდან ავიცილოთ მავნე ბაქტერიებით დასნებოვნება, რაც ესოდენ საშიშია ჩვენი ორგანიზმისთვის.
ათეულის ბოლო ადგილზეა ხორცი, რომელიც ჭამის წინ უნდა დამუშავდეს მაღალ ტემპერატურაზე.
როგორც ამერიკელი სწავლულები ირწმუნებიან, ამ რეკომენდაციების დაცვით საგრძნობლად შევამცირებთ ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკს.
ყველა ახალი ამბავი
0