https://sputnik-georgia.com/20210818/tako-samxaradze-252616021.html
ამბავი იმაზე, რა შეუძლია ნამდვილ სიყვარულს და საყვარელი საქმის ერთგულებას
ამბავი იმაზე, რა შეუძლია ნამდვილ სიყვარულს და საყვარელი საქმის ერთგულებას
Sputnik საქართველო
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში, ათენში მცხოვრებ მსახიობს თაკო სამხარაძეს შეგახვედრებთ. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T19:00+0400
2021-08-18T19:00+0400
2023-07-20T15:44+0400
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
ინტერვიუ
ანალიტიკა
ქართველები უცხოეთში
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252614683_0:105:2049:1257_1920x0_80_0_0_fb795b7b36fd66dd1a329a5a8903f605.jpg
თაკო სამხარაძემ სცენამდე გზა პირველად საქართველოში გაიარა. საბერძნეთში ჩასულმა ორი სასწავლებელი დაამთავრა, ამჟამად მესამეში სწავლობს. ექვსი წელია, რაც ათენში თეატრალურ-კულტურულ ორგანიზაცია „დიონისეში" მსახიობის ოსტატობას, სასცენო მეტყველებას და ვოკალს ასწავლის. სხვათა შორის, მისმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგრანტო პროექტში „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“. მალე თაკოს ინიციატივით ათენში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „დიონისე-2022“ ჩატარდება.- თაკო, საუბარი თეატრით დავიწყოთ – როგორი იყო თქვენი გზა თეატრის სცენამდე?- ვთვლი, რომ მშობლებმა უკეთ იციან ხოლმე რა შესაძლებლობა აქვს მათ შვილს და მას იმის მიხედვით უწყობენ ხელს. სცენის მტვრით სამი წლიდან მოვიწამლე, რაც დედას დამსახურებაა. ეს მან აღმოაჩინა ჩემში ხელოვნებისადმი სიყვარული. ჩემი ოჯახის ყველა წევრი პროფესიით პედაგოგია, თეატრალური განათლება არც ერთს არ ჰქონია. მიუხედავად 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დედას თითქმის ყველა წრეზე დავყავდი, რაც ჩვენთან, გურჯაანში იყო. მისი ხელშეწყობით იმ დროს ჩატარებულ რესპუბლიკურ თუ რეგიონულ ყველა კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მეც ვუმართლებდი და ყველა კონკურსიდან ლაურეატი ვბრუნდებოდი.- რომელი თეატრის რა სპექტაკლებში იყავით დაკავებული?- სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელში ვოკალის ფაკულტეტზე. ამ სასწავლებლის დამთავრებისთანავე სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ძალიან გამიმართლა, როცა გოგი თოდაძის ჯგუფში მოვხვდი. პირველი ორი წელი ეპიზოდური როლები ვითამაშე სპექტაკლებში „ბოშები“ და „ლურჯი ფრინველი“. ბოლო ორი წელი დულსინეას როლი მქონდა საკურსო სპექტაკლში „დონ კიხოტი“. სადიპლომო სპექტაკლში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ წამყვან როლებს ვთამაშობდი. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო კურსზე გავიცანი რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, რომელმაც თავის დასში თამაში შემომთავაზა. მაშინ ის თანამშრომლობდა „თეატრთან ათონელზე“, იქ სპექტაკლებს დგამდა. საერთოდ, ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ. აქაც გამიმართლა, ბატონ ლაშასთან ორწლიანი თანამშრომლობა ჩემთვის კიდევ ერთ უნივერსიტეტში სწავლის ტოლფასი იყო. ის მანებივრებდა მთავარი როლებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყოველ რეპეტიციაზე შეძენილი ცოდნა-გამოცდილება. ველისციხის თეატრშიც მასთან ერთად მომიწია წასვლა. იქ სპექტაკლში „ფიროსმანი“ მარგარიტა ვითამაშე. ამ სპექტაკლმა იმოგზაურა როგორც საქართველოს სხვადასხვა წამყვან თეატრებში, ასევე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.- რატომ გეძახიან მეგობრები მარადმწვანე სტუდენტს?- დიახ, ჩემი მეგობრები ასე მეძახიან. მეც ვამართლებ ამ მეტსახელს. ათენში სასწავლებლად ჩამოვედი. აქ ყოფნის მანძილზე უკვე მესამე დიპლომს ვიღებ. დავამთავრე ამერიკული კოლეჯი და ბერძნული სასწავლებელი. დღესაც სტუდენტი ვარ. პროფესიებს რაც შეეხება, ვარ ბერძნული ენის ფილოლოგი და ტურისტული სფეროს სპეციალისტი. წესით, პედაგოგიურიც დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი. სამთვიანი პრაქტიკა გავიარე და კიდევ სამი თვე დამრჩა. მომავალშიც ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.- ვიცი, რომ მომავალი მეუღლეც აქ გაიცანით, როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?- იმ დროს ჩემს საბუთებს ვადა უთავდებოდა და აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა, უსაბუთოდ გამორიცხული იყო, ვერ დავრჩებოდი. ჩემი მომავალი მეუღლე მეგობარმა გამაცნო. ის ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში ეკონომისტად მუშაობდა. მან ჩემი საბუთი დაახლოებით ერთ თვეში ჩამაბარა, უანგაროდ მომემსახურა, რაც ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, ეს ალბათ ჩემი მეგობრის ხათრით გააკეთა–მეთქი და დავემშვიდობე. რამდენიმე დღის მერე ჩემს მობილურზე მისი ზარი შემოვიდა. ჩვენ ჯერ საუბრები დავიწყეთ, მერე კი ურთიერთობა. მასთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო. გამიმართლა, რადგან ცხოვრების თანამგზავრად ღირსეულ ადამიანს შევხვდი. ჩვენი ქორწინება შვიდ წელს ითვლის და ჩვენ ორი გოგონას, ქრისტის და იოანას მოსიყვარულე მშობლები ვართ.- თქვენი შვილები გამართულად საუბრობენ ქართულად და მღერიან კიდეც...- დიახ, ჩემი შვილები გამართულად, უაქცენტოდ საუბრობენ ორივე ენაზე. როცა შერეული ოჯახია, საჭიროდ ვთვლი, რომ ყველა ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორივე მშობლის ენა. მათ ხშირად ვუყვები საქართველოს შესახებ, მის კულტურასა და ტრადიციებზე. მათ ისევე უყვართ საქართველო, როგორც საბერძნეთი. მშობელზე ბევრია დამოკიდებული, ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს თავისი წარმომავლობა და ამას დედა-მამა უნდა უნერგავდეს. - ათენში ქართულ-ბერძნული თეატრალური ორგანიზაციის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდათ?- ამაში უდიდესი წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის. ერთ საღამოს, როცა ეკრანზე აცრემლებული თვალებით ვუყურებდი ჩემ მიერ ნათამაშებ როლებს. დიმიტრიმ მითხრა, რადგან ასე ძლიერ გიყვარს შენი პროფესია, მე გაგიხსნი შენ თეატრალურ ორგანიზაციას, აკეთე შენი საყვარელი საქმე და გაზარდე ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნების გასახარადო. ზუსტად ერთ თვეში მან ორგანიზაციის წესდება ჩამიდო ხელში და წარმატება მისურვა. ფაქტობრივად, ოცნება ამიხდინა.- ამჟამად ამ ორგანიზაციაში, რომელსაც „დიონისე“ უწოდეთ, ოსტატობას, სასცენო მეტყველებას და ვოკალს ასწავლით, ვინ არიან თქვენი სტუდენტები?- დიახ, მე ამ საგნებს ვასწავლი და ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე 20-ზე მეტი სპექტაკლი მაქვს გაკეთებული პატარებისა და დიდების დასში. ასევე ათზე მეტი კონცერტი ჩატარებული. ჩვენთან ძირითადად არიან ქართველი ბავშვები, რომლებიც აქ დაიბადნენ და ქართული კულტურის სიყვარულით იზრდებიან. ბევრ მათგანს უჭირს ქართულად საუბარი, მაგრამ სცენაზე ქართულად თამაშობენ და მღერიან. თეატრმა ბევრი მათგანი ქართულად აალაპარაკა და ამით ბედნიერი ვარ. ვოკალში, გარდა ქართველებისა, გვყავს ბერძენი და ალბანელი მოსწავლეებიც, რომლებიც შეყვარებული არიან ქართულ სიმღერებზე და სულ მთხოვენ, რომ ისინი ვასწავლო. ამით ამაყი ვარ.- წელს თქვენმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგრანტო პროექტში „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“...- დიახ, ჩვენმა ორგანიზაციამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში და სასიამოვნო ფაქტია, როცა შენი ქვეყანა ინტერესდება შენი საქმიანობით. სწორედ მათი დახმარებით წელს ათენში ჩავატარებ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „დიონისე–2022“. მსგავსი ფესტივალი ჯერ არ ჩატარებულა და ეს ღონისძიება იქნება ინსპირაცია ფართომასშტაბიანი ფესტივალების ჩატარების, რაც კულტურის განვითარებას და ხალხთა შორის მეგობრობას შეუწყობს ხელს.- როგორია ქართული მონატრება თქვენთვის?- ბედნიერი ვარ იმით, რომ უცხო მიწაზე ჩემს საყვარელ პროფესიას, ქართულ საქმეს ვემსახურები, ბედნიერი ვარ ასევე, რომ აქ მყავს დედა, ჩემი ქმარ-შვილი. უსასრულოდ მენატრება ჩემი და, დის ოჯახი, ბებია, რომელიც ყოველ წელს მელოდება, ჩემი მეგობრები და მამაჩემის საფლავი, რომელიც ტკივილამდე მენატრება...
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252614683_116:0:1931:1361_1920x0_80_0_0_94b165f37e5773786bee3f0b129af564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ინტერვიუ, ანალიტიკა, ქართველები უცხოეთში, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ინტერვიუ, ანალიტიკა, ქართველები უცხოეთში, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ამბავი იმაზე, რა შეუძლია ნამდვილ სიყვარულს და საყვარელი საქმის ერთგულებას
19:00 18.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში, ათენში მცხოვრებ მსახიობს თაკო სამხარაძეს შეგახვედრებთ.
თაკო სამხარაძემ სცენამდე გზა პირველად საქართველოში გაიარა. საბერძნეთში ჩასულმა ორი სასწავლებელი დაამთავრა, ამჟამად მესამეში სწავლობს. ექვსი წელია, რაც ათენში თეატრალურ-კულტურულ ორგანიზაცია „დიონისეში" მსახიობის ოსტატობას, სასცენო მეტყველებას და ვოკალს ასწავლის. სხვათა შორის, მისმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგრანტო პროექტში „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“. მალე თაკოს ინიციატივით ათენში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „დიონისე-2022“ ჩატარდება.
- თაკო, საუბარი თეატრით დავიწყოთ – როგორი იყო თქვენი გზა თეატრის სცენამდე?
- ვთვლი, რომ მშობლებმა უკეთ იციან ხოლმე რა შესაძლებლობა აქვს მათ შვილს და მას იმის მიხედვით უწყობენ ხელს. სცენის მტვრით სამი წლიდან მოვიწამლე, რაც დედას დამსახურებაა. ეს მან აღმოაჩინა ჩემში ხელოვნებისადმი სიყვარული. ჩემი ოჯახის ყველა წევრი პროფესიით პედაგოგია, თეატრალური განათლება არც ერთს არ ჰქონია. მიუხედავად 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დედას თითქმის ყველა წრეზე დავყავდი, რაც ჩვენთან, გურჯაანში იყო. მისი ხელშეწყობით იმ დროს ჩატარებულ რესპუბლიკურ თუ რეგიონულ ყველა კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მეც ვუმართლებდი და ყველა კონკურსიდან ლაურეატი ვბრუნდებოდი.
- რომელი თეატრის რა სპექტაკლებში იყავით დაკავებული?
- სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელში ვოკალის ფაკულტეტზე. ამ სასწავლებლის დამთავრებისთანავე სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ძალიან გამიმართლა, როცა გოგი თოდაძის ჯგუფში მოვხვდი. პირველი ორი წელი ეპიზოდური როლები ვითამაშე სპექტაკლებში „ბოშები“ და „ლურჯი ფრინველი“. ბოლო ორი წელი დულსინეას როლი მქონდა საკურსო სპექტაკლში „დონ კიხოტი“. სადიპლომო სპექტაკლში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ წამყვან როლებს ვთამაშობდი. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო კურსზე გავიცანი რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, რომელმაც თავის დასში თამაში შემომთავაზა. მაშინ ის თანამშრომლობდა „თეატრთან ათონელზე“, იქ სპექტაკლებს დგამდა. საერთოდ, ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ. აქაც გამიმართლა, ბატონ ლაშასთან ორწლიანი თანამშრომლობა ჩემთვის კიდევ ერთ უნივერსიტეტში სწავლის ტოლფასი იყო. ის მანებივრებდა მთავარი როლებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყოველ რეპეტიციაზე შეძენილი ცოდნა-გამოცდილება. ველისციხის თეატრშიც მასთან ერთად მომიწია წასვლა. იქ სპექტაკლში „ფიროსმანი“ მარგარიტა ვითამაშე. ამ სპექტაკლმა იმოგზაურა როგორც საქართველოს სხვადასხვა წამყვან თეატრებში, ასევე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.
- რატომ გეძახიან მეგობრები მარადმწვანე სტუდენტს?
- დიახ, ჩემი მეგობრები ასე მეძახიან. მეც ვამართლებ ამ მეტსახელს. ათენში სასწავლებლად ჩამოვედი. აქ ყოფნის მანძილზე უკვე მესამე დიპლომს ვიღებ. დავამთავრე ამერიკული კოლეჯი და ბერძნული სასწავლებელი. დღესაც სტუდენტი ვარ. პროფესიებს რაც შეეხება, ვარ ბერძნული ენის ფილოლოგი და ტურისტული სფეროს სპეციალისტი. წესით, პედაგოგიურიც დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი. სამთვიანი პრაქტიკა გავიარე და კიდევ სამი თვე დამრჩა. მომავალშიც ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.
- ვიცი, რომ მომავალი მეუღლეც აქ გაიცანით, როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
- იმ დროს ჩემს საბუთებს ვადა უთავდებოდა და აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა, უსაბუთოდ გამორიცხული იყო, ვერ დავრჩებოდი. ჩემი მომავალი მეუღლე მეგობარმა გამაცნო. ის ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში ეკონომისტად მუშაობდა. მან ჩემი საბუთი დაახლოებით ერთ თვეში ჩამაბარა, უანგაროდ მომემსახურა, რაც ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, ეს ალბათ ჩემი მეგობრის ხათრით გააკეთა–მეთქი და დავემშვიდობე. რამდენიმე დღის მერე ჩემს მობილურზე მისი ზარი შემოვიდა. ჩვენ ჯერ საუბრები დავიწყეთ, მერე კი ურთიერთობა. მასთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო. გამიმართლა, რადგან ცხოვრების თანამგზავრად ღირსეულ ადამიანს შევხვდი. ჩვენი ქორწინება შვიდ წელს ითვლის და ჩვენ ორი გოგონას, ქრისტის და იოანას მოსიყვარულე მშობლები ვართ.
- თქვენი შვილები გამართულად საუბრობენ ქართულად და მღერიან კიდეც...
- დიახ, ჩემი შვილები გამართულად, უაქცენტოდ საუბრობენ ორივე ენაზე. როცა შერეული ოჯახია, საჭიროდ ვთვლი, რომ ყველა ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორივე მშობლის ენა. მათ ხშირად ვუყვები საქართველოს შესახებ, მის კულტურასა და ტრადიციებზე. მათ ისევე უყვართ საქართველო, როგორც საბერძნეთი. მშობელზე ბევრია დამოკიდებული, ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს თავისი წარმომავლობა და ამას დედა-მამა უნდა უნერგავდეს.
- ათენში ქართულ-ბერძნული თეატრალური ორგანიზაციის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდათ?
- ამაში უდიდესი წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის. ერთ საღამოს, როცა ეკრანზე აცრემლებული თვალებით ვუყურებდი ჩემ მიერ ნათამაშებ როლებს. დიმიტრიმ მითხრა, რადგან ასე ძლიერ გიყვარს შენი პროფესია, მე გაგიხსნი შენ თეატრალურ ორგანიზაციას, აკეთე შენი საყვარელი საქმე და გაზარდე ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნების გასახარადო. ზუსტად ერთ თვეში მან ორგანიზაციის წესდება ჩამიდო ხელში და წარმატება მისურვა. ფაქტობრივად, ოცნება ამიხდინა.
- ამჟამად ამ ორგანიზაციაში, რომელსაც „დიონისე“ უწოდეთ, ოსტატობას, სასცენო მეტყველებას და ვოკალს ასწავლით, ვინ არიან თქვენი სტუდენტები?
- დიახ, მე ამ საგნებს ვასწავლი და ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე 20-ზე მეტი სპექტაკლი მაქვს გაკეთებული პატარებისა და დიდების დასში. ასევე ათზე მეტი კონცერტი ჩატარებული. ჩვენთან ძირითადად არიან ქართველი ბავშვები, რომლებიც აქ დაიბადნენ და ქართული კულტურის სიყვარულით იზრდებიან. ბევრ მათგანს უჭირს ქართულად საუბარი, მაგრამ სცენაზე ქართულად თამაშობენ და მღერიან. თეატრმა ბევრი მათგანი ქართულად აალაპარაკა და ამით ბედნიერი ვარ. ვოკალში, გარდა ქართველებისა, გვყავს ბერძენი და ალბანელი მოსწავლეებიც, რომლებიც შეყვარებული არიან ქართულ სიმღერებზე და სულ მთხოვენ, რომ ისინი ვასწავლო. ამით ამაყი ვარ.
- წელს თქვენმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგრანტო პროექტში „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“...
- დიახ, ჩვენმა ორგანიზაციამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში და სასიამოვნო ფაქტია, როცა შენი ქვეყანა ინტერესდება შენი საქმიანობით. სწორედ მათი დახმარებით წელს ათენში ჩავატარებ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „დიონისე–2022“. მსგავსი ფესტივალი ჯერ არ ჩატარებულა და ეს ღონისძიება იქნება ინსპირაცია ფართომასშტაბიანი ფესტივალების ჩატარების, რაც კულტურის განვითარებას და ხალხთა შორის მეგობრობას შეუწყობს ხელს.
- როგორია ქართული მონატრება თქვენთვის?
- ბედნიერი ვარ იმით, რომ უცხო მიწაზე ჩემს საყვარელ პროფესიას, ქართულ საქმეს ვემსახურები, ბედნიერი ვარ ასევე, რომ აქ მყავს დედა, ჩემი ქმარ-შვილი. უსასრულოდ მენატრება ჩემი და, დის ოჯახი, ბებია, რომელიც ყოველ წელს მელოდება, ჩემი მეგობრები და მამაჩემის საფლავი, რომელიც ტკივილამდე მენატრება...