საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

© AP Photo / ELAINE THOMPSONსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ქალაქ ნინოწმინდიდან 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 4,2 მაგნიტუდის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 13:41 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში იყო.
17 აგვისტოს სოფელ სამებასთან ხუთი მიწისძვრა დაფიქსირდა – 02:47, 09:43, 14:15, 14:44 და 18:06 საათზე, შესაბამისად, 3, 3,9, 3,2, 3,3 და 3,9 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე. ყველაზე მძლავრი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 16 აგვისტოს მოხდა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0