https://sputnik-georgia.com/20210816/miwisZvrebis-seria-ras-amboben-specialistebi-252596185.html
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
Sputnik საქართველო
რა არის მიწისძვრების სერიის დადებითი მხარე და რას ამბობენ სპეციალისტები – ქართველმა სეისმოლოგებმა ვითარება შეაფასეს. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T16:17+0400
2021-08-16T16:17+0400
2021-10-19T18:03+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23287/79/232877914_0:201:2924:1846_1920x0_80_0_0_e25bbd28ff6a49a160c622cff4c62eda.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ამ ღამით საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა, ადამიანები შეშინებული არიან, თუმცა სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი ამას დადებით ფაქტორს უწოდებს, რადგან ენერგიის გამოთავისუფლება დამანგრეველი ბიძგებით არ ხდება.„ჩვენ ვერანაირ სცენარს წინასწარ ვერ დავდებთ, მთელი ზაფხულის პერიოდი მიდის საკმაოდ აქტიურად 3-4 მაგნიტუდამდე მიწისძვრების სახით, თუმცა უფრო პატარა ბიძგებიც საკმაოდ ხშირია, რასაც მხოლოდ ხელსაწყო აფიქსირებს. გუშინდელი მიწისძვრა საკმაოდ დიდი იყო – 5.1 მაგნიტუდის, თბილისშიც კარგად შეიგრძნო მოსახლეობამ. კარგიც არის, რომ პატარა ბიძგების სახით ხდება ენერგიის გამოთავისუფლება“, – განაცხადა ძმანაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თეა გოდოლაძის თქმით, საქართველო პლანეტაზე ერთ-ერთი რთული რეგიონია, სადაც გარდა ტექტონიკური მოძრაობებისა, ანუ სეისმურად აქტიური პროცესებისა, პოსტვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს.„მთლიანად ჯავახეთის ქედი არის ვულკანური წარმოშობის. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი არის ტექტონიკური პროცესები“, – განაცხადა გოდოლაძემ.სოფელ სამებასთან გასულ ღამეს მიწისძვრების სერია მოხდა.3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი ბიძგები გუშინ 23:42 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ მიწისძვრის სიმძლავრე გაიზარდა და ყველაზე დიდი – 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 05:44 საათზე მოხდა. ბოლოს ბიძგები 05:51 საათზე დაფიქსირდა (3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის).ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
https://sputnik-georgia.com/20210816/saqarTveloSi-zedized-ori-miwisZvra-moxda-252590316.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23287/79/232877914_98:0:2827:2047_1920x0_80_0_0_ebd151ab857d0a1ba9f6b18b26d119b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
16:17 16.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) რა არის მიწისძვრების სერიის დადებითი მხარე და რას ამბობენ სპეციალისტები – ქართველმა სეისმოლოგებმა ვითარება შეაფასეს.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ამ ღამით საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა, ადამიანები შეშინებული არიან, თუმცა სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი ამას დადებით ფაქტორს უწოდებს, რადგან ენერგიის გამოთავისუფლება დამანგრეველი ბიძგებით არ ხდება.
„ჩვენ ვერანაირ სცენარს წინასწარ ვერ დავდებთ, მთელი ზაფხულის პერიოდი მიდის საკმაოდ აქტიურად 3-4 მაგნიტუდამდე მიწისძვრების სახით, თუმცა უფრო პატარა ბიძგებიც საკმაოდ ხშირია, რასაც მხოლოდ ხელსაწყო აფიქსირებს. გუშინდელი მიწისძვრა საკმაოდ დიდი იყო – 5.1 მაგნიტუდის, თბილისშიც კარგად შეიგრძნო მოსახლეობამ. კარგიც არის, რომ პატარა ბიძგების სახით ხდება ენერგიის გამოთავისუფლება“, –
განაცხადა ძმანაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თეა გოდოლაძის თქმით, საქართველო პლანეტაზე ერთ-ერთი რთული რეგიონია, სადაც გარდა ტექტონიკური მოძრაობებისა, ანუ სეისმურად აქტიური პროცესებისა, პოსტვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს.
„მთლიანად ჯავახეთის ქედი არის ვულკანური წარმოშობის. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი არის ტექტონიკური პროცესები“, – განაცხადა გოდოლაძემ.
სოფელ სამებასთან გასულ ღამეს მიწისძვრების სერია მოხდა.
3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი ბიძგები გუშინ 23:42 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ მიწისძვრის სიმძლავრე გაიზარდა და ყველაზე დიდი – 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 05:44 საათზე მოხდა. ბოლოს ბიძგები 05:51 საათზე დაფიქსირდა (3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის).
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.