https://sputnik-georgia.com/20210818/ra-dajda-savele-hospitlis-gaxsna-252615758.html
რა დაუჯდა საქართველოს ხელისუფლებას საველე ჰოსპიტლის გახსნა
რა დაუჯდა საქართველოს ხელისუფლებას საველე ჰოსპიტლის გახსნა
Sputnik საქართველო
საველე ჰოსპიტლის ექიმებს როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტების მიღება შეუძლიათ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T18:47+0400
2021-08-18T18:47+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595657_0:168:1621:1080_1920x0_80_0_0_0f0c3d19bdd2db83f0ff1e479957cac6.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. თბილისში საველე ჰოსპიტლის მოსაწყობად 150.000 ლარი დაიხარჯა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.„ეს საწოლები და ინვენტარი, ყველაფერი არის სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, რომელიც, მას შემდეგ, რაც საველე ჰოსპიტალი აღარ იქნება საჭირო, ჰოლდინგის მფლობელობაში დაბრუნდება. თვითონ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე არის არაერთი მითქმა-მოთქმა, თითქოს ის დაჯდა რამდენიმე მილიონი, თუმცა მის მოსაწყობად დახარჯული არის მხოლოდ 150.000 ლარი“, – განაცხადა ტიკარაძემ.დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც მზადაა 18 აგვისტოდან მიიღოს პაციენტები, და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.საქართველო ამჟამად კორონავირუსის მეოთხე, ყველაზე მძიმე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 496.376-ს მიაღწია. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432.506 ადამიანი, გარდაიცვალა 6.532 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20210818/gamyreliZe-agvisto-seqtemberi-oqtomberi-kritikuli-iqneba-252614486.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595657_0:169:1214:1080_1920x0_80_0_0_282dafa15faf80662794c696274a1c75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
რა დაუჯდა საქართველოს ხელისუფლებას საველე ჰოსპიტლის გახსნა
18:47 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საველე ჰოსპიტლის ექიმებს როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტების მიღება შეუძლიათ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. თბილისში საველე ჰოსპიტლის მოსაწყობად 150.000 ლარი დაიხარჯა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ეს საწოლები და ინვენტარი, ყველაფერი არის სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, რომელიც, მას შემდეგ, რაც საველე ჰოსპიტალი აღარ იქნება საჭირო, ჰოლდინგის მფლობელობაში დაბრუნდება. თვითონ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე არის არაერთი მითქმა-მოთქმა, თითქოს ის დაჯდა რამდენიმე მილიონი, თუმცა მის მოსაწყობად დახარჯული არის მხოლოდ 150.000 ლარი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც მზადაა 18 აგვისტოდან მიიღოს პაციენტები, და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.
ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.
საქართველო ამჟამად კორონავირუსის მეოთხე, ყველაზე მძიმე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 496.376-ს მიაღწია. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432.506 ადამიანი, გარდაიცვალა 6.532 პაციენტი.