https://sputnik-georgia.com/20210818/lela-curcumia-252612917.html
„სადაც ყველაზე სუსტი წერტილი იყო, იქ დამარტყა – ყელზე“: როგორია ლელა წურწუმიას მდგომარეობა
„სადაც ყველაზე სუსტი წერტილი იყო, იქ დამარტყა – ყელზე“: როგორია ლელა წურწუმიას მდგომარეობა
Sputnik საქართველო
ლელა წურწუმია კორონავირუსს ებრძვის. ის მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. მომღერალი სტაციონარში ჰაერის უკმარისობით და სხვადასხვა... 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T13:40+0400
2021-08-18T13:40+0400
2021-08-18T17:48+0400
აქტუალური თემები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/52/248285254_0:73:1829:1102_1920x0_80_0_0_1408645d5e9f6b042430b9076fa71152.jpg
მან სოციალურ ქსელში კლინიკიდან მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.მომღერალმა მადლობა გადაუხადა კლინიკის სამედიცინო პერსონალს და გენერალურ დირექტორს ლევან რატიანს პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის.ამასთან წურწუმიამ იმ ადამაინების შესახებაც ისაუბრა, ვინც ნეგატიურად იყო განწყობილი მის მამართ და ინფიცირების შემდეგ უარყოფით კომენტარებს უწერდა.ლელა წურწუმიას კორონავირუსი 13 აგვისტოს დაუდასტურდა. მომღერალი თავიდან მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კლინიკას მიმართა.გავრცელებული ინფორმაციით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა. თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს მომღერლის მეუღლე კახა მამულაშვილი.
https://sputnik-georgia.com/20210816/lela-curcumia-252593443.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/52/248285254_114:0:1829:1286_1920x0_80_0_0_eddce4dbcbffe4f68ef4251ef305960b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აქტუალური თემები
„სადაც ყველაზე სუსტი წერტილი იყო, იქ დამარტყა – ყელზე“: როგორია ლელა წურწუმიას მდგომარეობა
13:40 18.08.2021 (განახლებულია: 17:48 18.08.2021) ლელა წურწუმია კორონავირუსს ებრძვის. ის მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. მომღერალი სტაციონარში ჰაერის უკმარისობით და სხვადასხვა გართულებებით 15 აგვისტოს შეიყვანეს.
მან სოციალურ ქსელში კლინიკიდან მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„სადაც ყველაზე სუსტი წერტილი იყო, სწორედ იქ დამარტყა – ყელზე. უკვე ნორმალურად ვარ. საკმაოდ მძიმე შემოვედი, რადგან ძალიან გამიჭირდა სუნთქვა, ყელი გასივდა შიგნიდანაც და გარედანაც, რასაც ორი დღე ვებრძოლე უშედეგოდ და შემდეგ მივხვდი, რომ უნდა მოვსულიყავი სტაციონარში. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“, – ამბობს ლელა წურწუმია.
მომღერალმა მადლობა გადაუხადა კლინიკის სამედიცინო პერსონალს და გენერალურ დირექტორს ლევან რატიანს პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის.
ამასთან წურწუმიამ იმ ადამაინების შესახებაც ისაუბრა, ვინც ნეგატიურად იყო განწყობილი მის მამართ და ინფიცირების შემდეგ უარყოფით კომენტარებს უწერდა.
„ჩემო მაგარო ადამიანებო, დიდი მადლობა ამხელა მხარდაჭერისთვის. ჩემი თხოვნააა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ბოროტი ადამიანების კომენტარებს. მთავარია, თქვენ ხართ ძალიან, ძალიან ბევრნი. ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს წურწუმია.
ლელა წურწუმიას კორონავირუსი 13 აგვისტოს დაუდასტურდა. მომღერალი თავიდან მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კლინიკას მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა. თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს მომღერლის მეუღლე კახა მამულაშვილი.