„ახლა გული მერევა“ – რა დაემართა ლელა წურწუმიას და რაზე წუხს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია

© courtesy of Lela Tsurtsumiaლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ლელა წურწუმია ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მომღერალ ლელა წურწუმიაზე წერს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
© Facebook / Inga Grigoliaინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ინგა გრიგოლია
ცნობილ ქართველ მომღერალს ლელა წურწუმიას კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. წურწუმია კლინიკაში მისმა მეუღლემ კახა მამულაშვილმა ორი დღის წინ მიიყვანა. როგორც „მამულიჩამ“ აღნიშნა, ლელას 12 აგვისტოს ყელი ასტკივდა და „პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს“. ამ დროისთვის მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მიყვარს ეს გოგო. ნამდვილი ვარსკვლავი. კაშკაშა და ბრჭყვიალა. ნიჭიერი, დაუზარელი და საოცარი გულის პატრონი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. კიდევ ბევრი წელი უნდა იკაშკაშოს და იბრდღვიალოს. აი, თქვენ კი, ვინც სიბოროტემ გადაგრიათ და ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით და აჭყლოპინდით. უკვე აღარც მეცოდებით, ადრე მეცოდებოდით, ახლა უბრალოდ გული მერევა სიბოროტეზე“, – დაწერა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლელა წურწუმიას დაინფიცირება 7 აგვისტოს ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება, რაც მისმა მეუღლემ კატეგორიულად უარყო.
ცნობილია, რომ ლელა წურწუმია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით 26 მაისს აიცრა. მისი მეუღლე კახა მამულაშვილი წერდა, რომ მთელი ოჯახი და ასევე ბენდის წევრებიც აცრილები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0