https://sputnik-georgia.com/20210818/gamyreliZe-rTvelSi-mxolod-acrilma-moqalaqeebma-miiRon-monawileoba-252616761.html
გამყრელიძე: რთველში მხოლოდ აცრილმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა
გამყრელიძე: რთველში მხოლოდ აცრილმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა
Sputnik საქართველო
ყურძნის მოსავლის აღება საკმაოდ ინტენსიური პროცესია, რომელშიც ერთად უამრავი ადამიანი მონაწილეობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რთველის მონაწილეები აცრილი იყვნენ... 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T20:48+0400
2021-08-18T20:48+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249737003_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_397988644220011cca2aa4b64d34669b.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ახლოვდება რთველის პერიოდი, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ყურძნის მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ორჯერ აცრილმა მოქალაქეებმა.რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.მთავარი ეპიდემიოლოგის სიტყვებით, საქართველოში იზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობა და აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.„ბოლო ერთ კვირაში თითქმის 24 ათასი აცრა კეთდება ყოველდღიურად. ჩვენი სამიზნეა, რომ ამ წლის ბოლომდე ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც 1,7 მლნ ადამიანის აცრაა ორჯერადად, ანუ უნდა გაკეთდეს 3,4 მლნ აცრა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 857.056 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. ეს ქვეყნის მოსახლეობის 6,7%-ია. ბოლო ერთ დღეში კი 25.241 ადამიანი აიცრა.
https://sputnik-georgia.com/20210818/janmos-xelmZRvaneli-delta-Stamis-gavrcelebis-tempebi-katastrofulia-252616607.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249737003_54:0:2279:1669_1920x0_80_0_0_534bda4d89a30e3d3dab56e74c933d55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გამყრელიძე: რთველში მხოლოდ აცრილმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა
20:48 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ყურძნის მოსავლის აღება საკმაოდ ინტენსიური პროცესია, რომელშიც ერთად უამრავი ადამიანი მონაწილეობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რთველის მონაწილეები აცრილი იყვნენ, აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ახლოვდება რთველის პერიოდი, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ყურძნის მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ორჯერ აცრილმა მოქალაქეებმა.
რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა ადამიანი აცრილი იქნება, რადგან ამ დროს ინტენსიური მუშაობაა და ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია. ჯობს რთველის დაწყებამდე, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს", – განაცხადა გამყრელიძემ.
მთავარი ეპიდემიოლოგის სიტყვებით, საქართველოში იზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობა და აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.
„ბოლო ერთ კვირაში თითქმის 24 ათასი აცრა კეთდება ყოველდღიურად. ჩვენი სამიზნეა, რომ ამ წლის ბოლომდე ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც 1,7 მლნ ადამიანის აცრაა ორჯერადად, ანუ უნდა გაკეთდეს 3,4 მლნ აცრა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 857.056 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. ეს ქვეყნის მოსახლეობის 6,7%-ია. ბოლო ერთ დღეში კი 25.241 ადამიანი აიცრა.