https://sputnik-georgia.com/20210818/amoqmedda-binaze-vaqcinaciis-servisi-jandacvis-saministro-252611237.html
ამოქმედდა ბინაზე ვაქცინაციის სერვისი: სამინისტროს განცხადება
ამოქმედდა ბინაზე ვაქცინაციის სერვისი: სამინისტროს განცხადება
Sputnik საქართველო
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვა დაამარცხებს. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T10:17+0400
2021-08-18T10:17+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252517575_0:1:1968:1108_1920x0_80_0_0_f5c67dc870c66783f720028ac5bcbed8.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ვაქცინაციის მსურველმა სერვისის ბინაზე მისაღებად უნდა დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1522.„ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინების რაოდენობის მიხედვით გადიან“, – ნათქვამია განცხადებაში.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210817/TbilisSi-masobrivi-vaqcinaciis-kidev-erTi-centri-gaixsna-252608753.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252517575_246:0:1723:1108_1920x0_80_0_0_52cf0d2c5622f5b6c142f6a917df623d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ამოქმედდა ბინაზე ვაქცინაციის სერვისი: სამინისტროს განცხადება
10:17 18.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვა დაამარცხებს.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ვაქცინაციის მსურველმა სერვისის ბინაზე მისაღებად უნდა დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1522.
„ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინების რაოდენობის მიხედვით გადიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი.