თბილისში მასობრივი ვაქცინაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნება

© Sputnik / Vladimir Umikashviliვაქცინაცია სტუ-ში
ვაქცინაცია სტუ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
ხვალიდან თბილისის მასშტაბით მასობრივი ვაქცინაციის ცხრა ცენტრი იმუშავებს. ამ ცენტრებში წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. 18 აგვისტოდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე (წინანდლის N9) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
რეგისტრაცია ვაქცინაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ზუგდიდში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მასწავლებლების ვაქცინაცია ჩატარდა
ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე, დასვენების დღეების ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს და ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება Pfizer, Sinovac და Sinopharm-ის ვაქცინებით.
უწყების ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
დღემდე საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის 8 ცენტრი ფუნქციონირებდა.
  • სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33)
  • Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი)
  • „კავკასიის მედიცინის ცენტრი - საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1)
  • „ევექსი ჰოსპიტალები“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)
  • აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი, ალ. ყაზბეგის №16)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას 77)
  • „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6)
  • „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6)
აღნიშნულ ლოკაციებამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის პირობებში სპეციალურ ავტობუსებს მოქალაქეები შვიდი მარშრუტით გადაჰყავთ.
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება მოხდება: დეტალური ინფორმაცია
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 16 აგვისტოს აიცრა 25.083 პირი. 17 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში სულ 831.815 აცრა ჩატარდა, აქედან ორჯერადად აცრილია 245.207 ადამიანი.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ყველა ახალი ამბავი
0