საქართველოში კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi მიმდინარეობს

CineDOC-Tbilisi - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
საუკეთესო ფილმების ნახვა სამხრეთ კავკასიაში პირველი, დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კინოფესტივალიდან ონლაინ არის შესაძლებელი.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ამ დღეებში დოკუმენტური კინოს რიგით მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi მიმდინარეობს.
კინოფორუმის აუდიტორიას 15 სექტემბრამდე საშუალება ექნება ფესტივალ CinéDOC-Tbilisi-ს საარქივო და საუკეთესო ფილმები ნახოს.
 კადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“  - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ქართული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს დასაპყრობად მიემგზავრება
„წელს გადავწყვიტეთ გვესარგებლა მომენტით, ჩვენი ფესტივალის არქივისთვის გადაგვეხედა და შეგვექმნა განსხვავებული კონცეფცია – CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები. გვჯერა, რომ ფესტივალის დაარსებიდან ყოველ წელს ნაჩვენები შესანიშნავი დოკუმენტური ფილმები იმსახურებენ გახსენებას. ასე რომ, მოემზადეთ განსაკუთრებული კინოკოლექციისთვის, ისევე, როგორც უახლესი დოკუმენტური ფილმების სანახავად #FocusCaucasus-ის საკონკურსო სექციიდან, რომლებიც ნამდვილ, ემოციურ ამბებს გვიყვებიან“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
ამ წლის ყველა ფილმს ფესტივალის ვებ-გვერდზე ონლაინ აჩვენებენ, ასევე „პირველი არხისა“ და აჭარის ტელევიზიის ეთერში. „პირველი არხის“ ეთერში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო 11 ფილმს აჩვენებენ.
შაბათ-კვირას შესაძლებელია 10 უახლესი დოკუმენტური ფილმის ნახვა #FocusCaucasus-ის საკონკურსო სექციიდან და ონლაინ–დისკუსიაში ჩართვა რეჟისორებთან Zoom-ის საშულებით.
CinéDOC–Tbilisi – კავკასიაში პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალია. ფესტივალის მიზანია - დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია. ფესტივალი საქართველოში 2013 წლიდან იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური