https://sputnik-georgia.com/20210817/qarTuli-filmi-ras-vxedavT-rodesac-cas-vuyurebT-saraevos-dasapyrobad-miemgzavreba-252608832.html
ქართული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს დასაპყრობად მიემგზავრება
ქართული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს დასაპყრობად მიემგზავრება
Sputnik საქართველო
ეს არის ლიზას და გიორგის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ერთი ნახვით შეიყვარებენ, მაგრამ მეორე დღეს ისინი სხვა ადამიანების სხეულებში გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T20:55+0400
2021-08-17T20:55+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252127040_0:51:1301:782_1920x0_80_0_0_a93018d5da612cf984a325bd63e7e393.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ. სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — „სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის.წელს ფესტივალი, რომლის აუდიტორია 100 ათას მაყურებელს შეადგენს, 13-20 აგვისტოს ტარდება.ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ იქნება წარდგენილი განყოფილებაში In Focus. ამ სექციაში იქნება ნაჩვენები ფილმები, რომლებმაც საერთაშორისო არენაზე უკვე დიდი წარმატება მოიპოვეს.„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები - ლიზა და გიორგი - ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. მეორე დღეს კი ისინი სხვა ადამიანების სხეულებში იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა. „სასიამოვნოდ სევდიანი" – ასე შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე. ფილმს მაღალი შეფასება მიანიჭეს ასევე რუსეთშიც. ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.
https://sputnik-georgia.com/20210816/lokarnos-kinofestivalze-qarTvelma-msaxiobma-jildo-miiRo-252592497.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252127040_94:0:1137:782_1920x0_80_0_0_2772105b8fa98ebaeae3d673dbf84ad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ქართული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს დასაპყრობად მიემგზავრება
20:55 17.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ეს არის ლიზას და გიორგის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ერთი ნახვით შეიყვარებენ, მაგრამ მეორე დღეს ისინი სხვა ადამიანების სხეულებში გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე
აჩვენებენ.
სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.
ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — „სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის.
წელს ფესტივალი, რომლის აუდიტორია 100 ათას მაყურებელს შეადგენს, 13-20 აგვისტოს ტარდება.
ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ იქნება წარდგენილი განყოფილებაში In Focus. ამ სექციაში იქნება ნაჩვენები ფილმები, რომლებმაც საერთაშორისო არენაზე უკვე დიდი წარმატება მოიპოვეს.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები - ლიზა და გიორგი - ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. მეორე დღეს კი ისინი სხვა ადამიანების სხეულებში იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა. „სასიამოვნოდ სევდიანი" – ასე შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე. ფილმს მაღალი შეფასება მიანიჭეს ასევე რუსეთშიც. ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.