ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები კავშირზე გამოვიდნენ

© AP Photo / Rahmat Gulთალიბები ქაბულში
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
ქვეყნის მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ავღანეთიდან საქართველოს 23 მოქალაქე გამოიყვანოს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ამჟამად უსაფრთხოდ არიან და ქაბულის აეროპორტამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, იუწყება „პირველი არხი“.
ყოფილი სამხედრო მარადი ბერიძე აცხადებს, რომ ქაბულში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კავშირი აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ისინი მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მისი თქმით, ქალაქში სრული ქაოსია.
„გარეთ, ბაზის მთავარ შემოსასვლელში არიან თალიბები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გვიცავენ, რადგან ქალაქში სრული ქაოსია. არიან პატარა დაჯგუფებები, რომლებიც ძარცვავენ, აყაჩაღებენ, იპარავენ. თალიბები გვეუბნებიან, რომ ხელს არ გვახლებენ, სიტყვით გვეუბნებიან, მაგრამ გარანტია, რა ვიცი, თალიბები არიან საბოლოო ჯამში“, – თქვა ბერიძემ ინტერნეტით კავშირის დროს.
ამჟამად საქართველოს მოქალაქეები თურქული მხარის წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებიც მათ ჯავშანმანქანებით გაყვანას დაჰპირდნენ. ბერიძის თქმით, აეროპორტს თურქეთის ჯარი აკონტროლებს.
ქაბული - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე მისვლას და ავღანეთის დატოვებას ვერ ახერხებენ
ბერიძემ ასევე განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლეს აეროპორტამდე მისვლა, სადაც მათ უკრაინული თვითმფრინავი ელოდებოდა.
„იყო სამი ვარიანტი ღამის განმავლობაში, მაგრამ გარეთ გასვლა არ ღირდა, სიკვდილზე ხელის მოწერას ნიშნავდა. ამიტომ ბიჭებმა ერთიანად გადავწყვიტეთ, რომ დავრჩენილიყავით. საგარეო საქმეთა სამინისტროს დავურეკეთ და ვუთხარით, თუ იყო შესაძლებლობა, დაკავშირებოდნენ თურქულ მხარეს, მათ, ვინც იმყოფება ავღანეთში ჯავშანმანქანების ესკორტირებაზე, და ახლა ველოდებით“, – აღნიშნა ბერიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრი დავით ზალკალიანი მუდმივად ეკონტაქტება თავის თურქ კოლეგა მევლუდ ჩავუშოღლუს.
საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მუშაობენ. 17 ადამიანი კანადურ კომპანიაში მუშაობს, ხოლო ექვსი – ამერიკულში.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის: ვრცელდება ერთობლივი განცხადება
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0