https://sputnik-georgia.com/20210816/saqarTvelos-moqalaqeebi-avRaneTis-datovebas-ver-axerxeben-252594284.html
საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე მისვლას და ავღანეთის დატოვებას ვერ ახერხებენ
საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე მისვლას და ავღანეთის დატოვებას ვერ ახერხებენ
Sputnik საქართველო
ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქეა. საგარეო უწყების ცნობით, ისინი არა მოქმედი, არამედ ყოფილი სამხედროები არიან და კერძო კომპანიებში მუშაობენ. 17 კაცი... 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T13:48+0400
2021-08-16T13:48+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588360_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_90778251676b590c88eac5d38180715f.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ავღანეთი უკრაინული თვითმფრინავით უნდა დაეტოვებინათ, ქვეყანაში დაძაბული ვითარების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მუშაობენ, მათ ქვეყნის დატოვების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ მიმართეს. უწყების ცნობით, მათი ევაკუაცია ავღანეთიდან უკრაინის საჰაერო ბორტით უნდა მომხდარიყო.ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს სთხოვეს ქაბულის აეროპორტში მისვლა, რაც მათ ვერ მოახერხეს დაძაბული სიტუაციის გამო და ბაზაზე დარჩენა ამჯობინეს. შესაბამისად, უკრაინული თვითმფრინავი ქაბულიდან მათ გარეშე გაფრინდა.ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტიდან 2 კილომეტრში იმყოფებიან. ქართულ მხარეს თურქულმა მხარემ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ მათ აეროპორტში ჯავშნიანი ავტომანქანებით მიიყვანენ.ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მოქალაქეთა წამოსაყვანად ქაბულში თვითმფრინავი გაგზავნოს.რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ კვირას უომრად შევიდა ქაბულში და დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210816/amerikelma-samxedroebma-qabulis-aeroportSi-cecxli-gaxsnes-252591320.html
https://sputnik-georgia.com/20210816/saqarTvelom-avRaneTTan-dakavSirebiT60-ze-meti-qveynis-gancxadebas-moawera-xeli-252590465.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588360_41:0:1538:1123_1920x0_80_0_0_d46c729b1647c0d8ade3d25ec8674be0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე მისვლას და ავღანეთის დატოვებას ვერ ახერხებენ
13:48 16.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქეა. საგარეო უწყების ცნობით, ისინი არა მოქმედი, არამედ ყოფილი სამხედროები არიან და კერძო კომპანიებში მუშაობენ. 17 კაცი დასაქმებულია კანადურ კომპანიაში, ექვსი კი - ამერიკულში.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ავღანეთი უკრაინული თვითმფრინავით უნდა დაეტოვებინათ, ქვეყანაში დაძაბული ვითარების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მუშაობენ, მათ ქვეყნის დატოვების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ მიმართეს. უწყების ცნობით, მათი ევაკუაცია ავღანეთიდან უკრაინის საჰაერო ბორტით უნდა მომხდარიყო.
ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს სთხოვეს ქაბულის აეროპორტში მისვლა, რაც მათ ვერ მოახერხეს დაძაბული სიტუაციის გამო და ბაზაზე დარჩენა ამჯობინეს. შესაბამისად, უკრაინული თვითმფრინავი ქაბულიდან მათ გარეშე გაფრინდა.
ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტიდან 2 კილომეტრში იმყოფებიან. ქართულ მხარეს თურქულმა მხარემ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ მათ აეროპორტში ჯავშნიანი ავტომანქანებით მიიყვანენ.
„ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და იმედია უახლეს მომავალში ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მოქალაქეთა წამოსაყვანად ქაბულში თვითმფრინავი გაგზავნოს.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ კვირას უომრად შევიდა ქაბულში და დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.